logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
12:52 05.12.2019
სლოვაკეთში, ბრატისლავაში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

ეს პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რომელსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს. აღნიშნული განცხადება მინისტრებმა ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს - ჟოზეფ ბორელს გადასცეს.

განცხადება ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავსა და მის მომავალს ეძღვნება და ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციურ დღის წესრიგს ასახავს. მასში ხაზგასმულია, რომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წევრ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების საშუალებაა, რომელიც პარტნიორებს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს თითოეული მათგანის მისწრაფებების და ინტერესების შესაბამისად.

აღსანიშნავია, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ინიციატივა, დაფუძნდეს ,,ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის“ დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რომ ასოცირებულ ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება).

ასოცირებული ქვეყნების განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებიდან 10 წლის თავზე, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ფორმატის შემდგომი, გრძელვადიანი სტრატეგია და ის პოლიტიკური მიზნები, რომელიც გზას გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ რომ სამივე ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს, ასოცირების შეთანხმებების შესრულების შემდეგ, მოსახლეობის ნების გათვალისწინებით, განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე.

განცხადება ხაზგასმით აღნიშნავს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მასში ვკითხულობთ, რომ ევროინტეგრაცია ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეების არჩევანია და თავისუფალი უნდა დარჩეს მესამე ქვეყნების ზეწოლისგან. სამივე ქვეყანა გმობს მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში და ხელი შეუწყოს მათი ტერიტორიებიდან არალეგალურად განლაგებული ჯარების გაყვანას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა