logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ბურჯანაძე: მიუხედავად „ქართული ოცნების“ შეცდომებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“  ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს - „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“  POSTV
ნინო ბურჯანაძე: მიუხედავად „ქართული ოცნების“ შეცდომებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს - „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ POSTV
19:34 04.12.2019
„სააკაშვილი არის ჩემი პირადი და პოლიტიკური მტერი და მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების შეცდომებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს.

„შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“, თუ ეხლა სწორად მოიქცევა, არჩევნებში მიიღოს პირველი ადგილი, მაგრამ ეს პირველი ადგილი არ იქნება უზრუნველმყოფი უმრავლესობის და ხელისუფლების უზურპაციის. რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვეაში მირჩევნია „ქართული ოცნება“ დარჩეს შედარებით მეტი რაოდენობის ხმებით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. პროპორციული სისტემა იქნება იმის გარანტი რომ არც „ოცნებას“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ბურჯანაძეს ხელისუფლების უზურპაციის შანსი არ ექნებათ“ - აცხადებს ბურჯანაძე.

ამასთან, ბურჯანაძე ამბობს, რომ მისთვის დისკომფორტია, როდესაც აქციაზე იმ ადამიანებს ხედავს, რომლებისგან პირადი შეურაცხყოფა ახსოვს, მაგრამ პოლიტიკა მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „დენაციფიკაცია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მომხდარიყო. ბურჯანაძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისთვის ბრალი 6 წლის წინ უნდა წაეყენებინათ.

„მე არ ვლაპარაკობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ანგელოზია და უდანაშაულო, მაგრამ როდესაც ათი წლის შემდეგ წაუყენეს ბრალი... უნდა წაეყენებინათ 6 წლის წინ. „ ქართულ ოცნებას“ კოჰაბიტაციაში გართულს კი არ უნდა გაეტარებინა შვიდი წელი, ხუთი წლის წინ უნდა გამოეძიებინა ეს საქმე. მოვითხოვე დენაციფიკაცია და ვთქვი, ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს, რატომ არ გააკეთეთ ? როდესაც შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება არ უყენებს ბრალს, მე ხელისუფლება არ მაძლევს ამით უფლებას, დღეს შვიდი წლის შემდეგ მათ დამნაშავე ვუწოდო სამართლებრივად. პოლიტიკურად კი დამნაშავეა „ნაციონალური მოძრაობა“- განაცხადა ბურჯანაძემ.

შალვა რამიშვილის კითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიჭერს თუ არა გიგა ბოკერიას, ბურჯანაძე პასუხობს, რომ გამოძიებას აუცილებლად დაიწყებს.

„გამოძიებას აუცილებლად დავიწყებ თუ მე ვიქნები ხელისუფლებაში, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მე ნებისმიერ საქმეზე ვუზრუნველვყოფ, რომ გამოძიება იყოს სამართლიანი და არ აპოლიტიკური. თუ გამოძიება დაადგენს რომ ბოკერია დასაჭერია, ბოკერია უნდა დაიჭიროს, არა ბურჯანაძემ არამედ სასამართლომ“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



ვიდეოს ბმული:

https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/456776464974337/?epa=SEARCH_BOX


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა