logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერს შეხვდა
11:27 04.12.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერთან. მხარეები მიესალმნენ ლონდონის ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ლონდონში და მის ჩართულობას მაღალი დონის შეხვედრებში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს როგორც წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, რომელიც ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც ძალაში ბრექსიტის ამოქმედების შემდგომ შევა და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა სტრატეგიული მიმართულებით და იმის დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.

დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფორმატში მწვავედ დასვან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საკითხი.

სახელმწიფო მდივნმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, დადებითად შეაფასა საქართველოს პრიორიტეტები და წარმატება უსურვა ქვეყანას ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა