logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიაში გაგზავნა არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიაში გაგზავნა არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად
12:01 02.12.2019
კვირის თემის წამყვანის კითხვაზე, რატომ არ აგზავნის ხელისუფლება ვენეციის კომისიაში დოკუმენტს რომ მან დადოს დასკვნა? „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად, რაც იქნება ქართველი მათემატიკოსებისთვის ღირსების საქმე. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, შეხვედრას ესწრებოდნენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, როგორც მდივანი, ასევე კონკრეტული კვალიფიციური ექსპერტი და იყო იმის საშუალება, რომ იქვე განხილულიყო იურიდიულად ეს საკითხი და დასმოდა წერტილი ამ ყველაფერს.

მისი განმარტებით, -„იმიტომ გარბოდა ოპოზიცია სამართლებრივი დისკუსიიდან, რომ წერტილის დასმა არ აწყობდათ. სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად გერმანიაში რომ ვსწავლობდი ასეთი კაზუსი არ მოჰქონდათ პირველი კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე. პირველ კუსზე იყენებენ ასეთ კაზუსებს, იმისათვის, რომ სტუდენტებმა გააცნობიერონ იურიდიული ლოგიკის ანა-ბანაში, ანუ საფუძვლებში. ეს არის ზუსტად ასეთი კაზუსი, ანუ ვამტკიცებთ მარტივ რამეს, 77 არის 77, თუ 77 არის 150. იმდენად მარტივია ეს კაზუსი, რომ აქ რაიმე სიღრმეშიც კი არ არის საჭირო შესვლა.

ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით. არა ერთი ეთერი ყოფილა ამასთან დაკავშირებით და ყველა განმარტებას ვიყენებთ, რაც კი არსებობს იურისპრუდენციაში, ეს არის გრამატიკული განმარტება, ისტორიული განმარტება, ტერმინოლოგიური განმარტება და ყველა არგუმენტი გვაქვს ამაში ჩართული, მაშინ როდესაც არც ერთი არგუმენტი არ მოუტანია ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და ე.წ ექსპერტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მოდელი არის კონსტიტუციური. შეხვედრაზე ეს იმდენად ნათლად გამოჩნდა, რომ რეალურად მათ ვეღარ შეძლეს საუბრის გაგრძელება გერმანულ მოდელთან დაკავშირებით და ამიტომ გადაერთნენ სხვა თემაზე. უმწვავესი იყო ეს ყველაფერი.



იმ შეხვედრაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა, რომ შეუძლებელია ვენეციაში გაგზავნა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე ვინ რა თქვა, ეს იყო შეთანხმება შეხვედრის წინ, მაგრამ ერთადერთ რამეს ვიტყვი, იქ ითქვა, რომ ვენეციაში ეს ვერ გაიგზავნება და ითქვა რატომ ვერ გაიგზავნება და ამ პოზიციის გამხმოვანებელი არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა