logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული შედეგი, ოპოზიცია გერმანული მოდელის შეუსაბამობაში დარწმუნდა
ირაკლი კობახიძე: შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული შედეგი, ოპოზიცია გერმანული მოდელის შეუსაბამობაში დარწმუნდა
11:50 02.12.2019
შეხვედრას ჰქონდა თავისი საფუძველი, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან კონსულტაციის საფუძველზე დაინიშნა ეს შეხვედრა, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი, აქ უნდა განხილულიყო მიმდინარე პროცესები მათ შორის ოპოზიციის შემოთავაზება, ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი კონკრეტული შედეგი ქონდა ამ შეხვედრას და ბევრ რამეს მოეფინა ნათელი. განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში კვირის თემა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, და იქ გაირკვა, რომ რეალისტური არ არის საკონსტიტუციო ცვლილება -„არსებული კონტექსტის გათვალისწინებით და ამაზე დაგვეთანხმა ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, ყველა ვხედავთ ამას, რომ დღეს რომ მოხდეს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, სხვადასხვა მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი გასვლა პარლამენტში, ამის რესურსი პარლამენტში არ არის, ამაზე შევჯერდით ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით გვთავაზობენ ისინი ისეთ ცვლილებას, რომელიც მათი თქმით არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და რომლის შემოტანა არის შესაძლებელი საარჩევნო კოდექსის დონეზე. ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი“.

ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანულ მოდელთან დაკავშირებით გაიმართა იურიდიული დისკუსია როდესაც ოპოზიცია სრულ ჩიხში შევიდა. „როგორც ჭიდაობის დროს მოჭიდავე წრიდან გარბის, იმიტო რომ მას არ აქვს ძალა დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს. ეს შეიძლება დაემართოს ძლიერ მოჭიდავეებსაც ამაში არ არის არაფერი გასაკვირი. მით უმეტეს პოლიტიკაც არის ერთგვარი ორთაბრძოლა. ეს სცენა მეორდებოდა იმ შეხვედრის დროს. სამი კითხვა დავსვი და ოპოზიცია ყველა ჯერზე გაექცა პასუხს. ჭადრაკში არის ასეთი ცნება, შამათი ორ სვლაში ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ნათელი გახდებოდა რომ გერმანული მოდელი პირდაპირ წინააღმდეგობაშია. თქვენ ნახეთ მათი სახეები გამოსვლის შემდეგ და მათი ასეთი სახეების მთავარი განმაპირობებელი იყო სწორედ ის, რომ ისინი დარწმუნდნენ გერმანული მოდელის შეუსაბამობაში“ -განაცხადა „ქართული ოცების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა