ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად ამბროლაურში ხალხი უკვე იკრიბება.
აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც ელოდებიან.
ამბროლაურში მხარდამჭერთა კოლონები ონიდან, ცაგერიდან, ლენტეხიდან და მიმდებარე სოფლებიდან უკვე ჩავიდნენ.
მხარდამჭერები აქციის ორგანიზატორებმა და კოალიციის საარჩევნო შტაბის წევრებმა მიაცილეს.
ამბოლაურში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენა და სხვა ტექნიკური საშუალებები უკვე დამონტაჟებულია.

















