logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: დავეთანხმები "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს - ის, რომ პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი სისტემა, ხოლო შერეული სისტემა არა, არარეალური და არასწორია
ლევან დავითაშვილი: დავეთანხმები "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს - ის, რომ პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი სისტემა, ხოლო შერეული სისტემა არა, არარეალური და არასწორია
15:10 28.11.2019
„დღეს ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის გარანტირებული და დაცული. თუმცა, პროტესტის ფორმები უნდა იყოს მხოლოდ კანონიერი. რაც შეეხება მოსახლეობის განწყობას - 2020 წელს ჩატარდება არჩევნები, სადაც ადამიანებს საკუთარი ნების გამოხატვის უფლება ეძლევათ. არჩევნებზე მოსახლეობა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ემხრობა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ლევან დავითაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუსაც გამოეხმაურა.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იყო განსაზღვრული. ჩვენ დავინახეთ და ამაზე პარტიის თავმჯდომარემ საკუთარ ინტერვიუშიც განაცხადა, რომ მთელი პროცესი საკმაოდ დესტრუქციულ ფონზე მიდიოდა. პროცესებმა გუნდში გარკვეული ბზარი შეიტანა და უმრავლესობაში კონსოლიდირებული პოზიცია, რომ პროპორციული სისტემის შემოღება უფრო ადრე მომხდარიყო, არ შედგა, რაც სამწუხაროა, პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის. ალბათ უფრო ადეკვატური და მისაღები იქნებოდა, პროპორციული არჩევნები უფრო ადრე ყოფილიყო შემოღებული ქვეყანაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას რეგულარული კომუნიკაცია აქვს, როგორც საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ჩვენ გვაქვს სწორი კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს ის დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყანაშია და რომელსაც უმცირესობა ქმნის. ის რაც კანონდარღვევით ხდება, რისკებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, მათ შორის, ეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკის განვითარებას, რაც ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ის, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავაზიანოთ, დიდ დროს საჭიროებს გამოსასწორებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა