logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არავის უნდა მივცეთ, სახელმწიფომ კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნოს მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე
გიორგი გახარია: სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არავის უნდა მივცეთ, სახელმწიფომ კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნოს მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე
11:40 28.11.2019
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და მსგავს ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ყოველდღიურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფოს ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ ექიმზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე. ეს არის სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შესაძლოა, ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე სრულდება.

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა