logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ
ბიძინა ივანიშვილი: სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ
22:47 27.11.2019
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გუნდმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დაპირება ვერ შეასრულა.

ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

"პეოპოეციულ არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა, თანაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამას დაეთანხმა. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება და ეს იყო ცალმხრივი დაპირება. როდესაც ცალმხრივს ვამბობ ვგულისხმობ, რომ ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდება შეთანხმება, ან საზოგადოების რაღაც ნაწილთან ხდება შეთანხმება, რაღაცებს თმობენ და შესაბამისად, მის შესრულებას მოითხოვენ.

ეს დაპირება არ არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა.

ეს იყო ჩემი ინიციატივა, გუნდში ამ ინიციატივით მე შევედი, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024 წელს, რომელიც მხოლოდ ჩვენი გუნდის და მხოლოდ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით და ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში.

შეგახსენებთ ისტორიას, რომ ამას უახლოეს ისტორიაში პატარა თუ დიდი პარტიები, ყველანი მოუწოდებდნენ ნაცმოძრაობას, რომ გადასულიყვნენ პროპორციულ სისტემაზე.

როდესავ განცხადება გავაკეთეთ, მაჟორიტარების დამოკიდებულება თავშივე იყო ცნობილი, თუმცა, ცნობილი იყო მაშინაც, როდესაც ახალ კონსტიტუციას ვიღებდით, სადაც ჩაიწერა 2024 წელი როგორც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის წელი.

ამ ვითარებაში ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღება, მაჟორიტარებმაც დაუჭირეს მხარი, მიუხედავად გარკვეული ერთეულების წინააღმდეგობისა.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი, მე ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს, მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია და არამარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი, ყველა განიცდის როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს.

ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არც ერთი პრინციპული მომენტი არ მახსოვს ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვესრულებინა და მე ზოგადად, ბუნებრივია, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ იმას, რომ შევძლო. თუ ჰპირდები უნდა გააკეთო.

სამწუხარო რეალობაა, ის რაც მოხდა. რა თქმა უნდა განვიცდით. განვიცდი პირადად. განიცდიან გუნდში ყველანი. განიცდიან ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა 2020-ში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო დაპირების შესრულება. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა.

მე ხშირად ვუყურებ გადაცემებს, როდესაც მაჟორიტარებს ეკითხებიან ტელევიზიებში თუ მიეცი ხმა 5 თვის წინ, რატომ ამბობ დღეს უარს? პასუხები სხვადასხვანაირია და მე ჩემებურ ინტერპრეტაციას გავაკეთებ, თუმცა ბევრი იმეორებს იგივეს. რა შეიცვალა? ხუთი თვის წინ მიეცი, ახლა არ მიეცი. ზოგი იმასაც ფიქრობს რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო ივანიშვილის მიერო და ასე შემდეგ, მიდის ბვევრი ტიპის ინსინუაცია. რა მოხდა რეალურად, მარტივად გავიხსენოთ. 24 ივნისს გავაკეთეთ განცხადება, როდესაც 2 რამეს ითხოვდნენ: პოლიცია დაესაჯათ იმის ნაცვლად, რომ მეამბოხეები დავარქვათ თუ შემტევები დავარქვათ, თუ რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, რომ პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. არაფერი არ ყოფილაო ამბობენ ზოგი გუნდის ოპოზიციური გუნდის წევრები. ზოგიერთთან მქონდა მე საუბარი - „არა, არა არაფერი არ გვინდოდა“, აბა შუა ღამისას პარლამენტში რატომ აწვებოდით? რატომ შედიოდით პარლამენტში შუაღამისას? რა გინდოდათ თუ არაფერი არ გინდოდათ?“-განაცხადა ივანიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა