logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გადმოიბარა
საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გადმოიბარა
21:38 27.11.2019
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საფრანგეთიდან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.

კომიტეტის სხდომაზე, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, ამელი დე მონშალენიმ საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღწეული შედეგების შესახებ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოაბარა და სიმბოლურად გასაღები გადმოცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს და საქართველოს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოაწერეს.

უკვე მოქმედი თავმჯდომარის რანგში, მინისტრმა ზალკალიანმა კომიტეტის წინაშე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პრეზენტაცია გამართა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა საფრანგეთს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდი პატივია უკვე მოქმედი თავმჯდომარის როლში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა.

„თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სამი ძირითადი ღირებულების - დემოკრატია, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობა - დაცვაში“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა კომიტეტს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო და დეტალურად ისაუბრა თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე და აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციებზე, რომლებიც წლის განმავლობაში ქ. სტრასბურგში საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით გაიმართება.

საქართველომ თავმჯდომარეობისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თემატური ღონისძიებების გარდა, თავმჯდომარეობის პერიოდში, ქ. სტრასბურგში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა