logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
18:26 27.11.2019
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილი დაფის პრეზენტაცია მოხდა. პრეზენტაციის ფარგლებში, საზოგადოებას სიტყვით სტრასბურგის მერის მოადგილემ ნაოელ რაფიკ ელმრინმა; ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა; ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჟან-ბატისტ მატეიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართეს.

თავის გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციის შესრულება ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდგომ დაეკისრა, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. „თავმჯრომარეობა შესანიშნავ საშუალებას გვაძლევს, საინტერესო, მოცულობითი პროგრამის მეშვეობით, ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა საზოგადოებას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს კულტურულ პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ ქ. სტრასბურგში დაგეგმილია: საქართველოს ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების კონცერტი; სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოდგენა; ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის გვანცა გაგნიძის კონცერტი სტრასბურგის ფილარმონიის ორკესტრის აკომპანიმენტით; ცნობილი ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება და ქართული ფილმების, მათ შორის მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიესალმა საქართველოს მიერ არჩეულ პრიორიტეტებს. „თქვენ საინტერესო პრიორიტეტები განსაზღვრეთ. მივესალმები საქართველოს მთავრობას და ჩვენს მომავალ თანამშრომლობას“ - აღნიშნა ბურიჩმა.

ცერემონიის ფარგლებში მოხდა საფრანგეთის ეროვნული დროშის დაშვება საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა. ცერემონიის დასასრულს ევროპის ჰიმნი გაჟღერდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა ქ. სტრასბურგის მერიასთან საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ექვსი თვე იქნება აღმართული, იქვე განთავსდება თავმჯდომარებისადმი მიძღვნილი დაფა.

დროშის ცერემონიის დასრულების შემდეგ სტრასბურგის მერის სახელით საზეიმო მიღება გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა