პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, „საქართველოს გზა“ გრძნობს ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით მზად არის კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად.
„მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის მომხრეებს - არჩევნებში მხარი დაუჭირონ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან დღეს, როგორც არასდროს, ცვლილების დროა და ეს ცვლილება დამოკიდებულია ამ არჩევნებში ჭეშმარიტი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე“-ნათქვამია განცხადებაში.

















