logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი და ნებისმიერი სისტემა, რომელიც დაინერგება კანონის დონეზე, კონსტიტუციასთან თავსებადი უნდა იყოს
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი და ნებისმიერი სისტემა, რომელიც დაინერგება კანონის დონეზე, კონსტიტუციასთან თავსებადი უნდა იყოს
14:02 27.11.2019
„კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი და ნებისმიერი სისტემა, რომელიც დაინერგება კანონის დონეზე, კონსტიტუციასთან თავსებადი უნდა იყოს - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ "იმედის" თოქშოუში „არენა“.

მისი თქმით, „ხანდახან იურისპრუდენციას პოლიტიკური მოცემულობა და პოლიტიკური ინტერესი ძლევს ხოლმე, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ იურისპრუდენციაში, იმიტომ , რომ მთავარია კონსტიტუციას არ გადავუხვიოთ.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, როგორ არის გაწერილი საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში და რას წარმოადგენს გერმანული მოდელი.

„ვიცით რა არის გერმანული მოდელი, ვიცით რა არის პროპორციული სისტემა და რა არის მაჟორიტარული სისტემა და ეს წანამძღვრები საბოლოო ჯამში გვაძლევს მარტივი ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას. ანუ იმავე ლოგიკას რომ გავყვეთ, საქართველოს კონსტიტუციაში გვიწერია მარტივი რამ - პარლამენტი შდგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 პარლამენტის წევრისგან და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრისგან. ეს არის მარტივი ლინგვისტური განმარტება, რაც გამოიყენება იურისპრუდენციაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რას წარმოადგენს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩევა.

„ მაჟორიტარულ სისტემას აქვს ორი ძირითადი ასპექტი, ერთი რომ არჩევანი კეთდება კანდიდატებს შორის და არა სიებს შორის და მეორე, მაჟორიტარული (სიტყვაც ამას ნიშნავს) უმრავლესობის პრინციპით მიიღება გადაწყვეტილება. ეს უმრავლესობა შეიძლება იყოს 50%, ფარდოფითი და სხვა, მაგრამ პრინციპიც სწორედ ეს არის, რომ ამ შემთხვევაში უპირატესობა უმრავლესობას ენიჭება. –„მაჟორიტარული ოლქი შეიძლება იყოს ერთმანდატიანი, ან მრავალმანდატიანი, ამაზეც მინდა მე ყურადღების გამახვილება, როცა ვისმენდი არგუმენტებს, ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, გერმანული მანდატის სასარგებლოდ, რომ კონსტიტუციის ამ ჩანაწერის თნახმად მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით, რა თქმა უნდა ეს წერია კონსტიტუციაში, თუმცა ჩარჩოები აქვს დაწესებული ამ ჩანაწერს, მაგალითად, როცა საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება განისაზღვროს კანონით, მე შეიძლება დავადგინო კანონით, რომ ერთმანდატიანია, ან არ არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. ან არის 50%-იანი ბარიერი თუ არის ფარდობითი უმრავლესობის სისტემა და ა.შ. ამ დონეზე იგივე პროპორციული სისტემაშიც შეიძლება დავუშვათ, რომ გაუნაწილებელი მანდატები ან ასე ან ისე გავანაწილოთ, მაგრამ მთავარი რა არის, რომ ბონუსს ვერ დაადგენ კანონის დონეზე, ეს მხოლოდ კონსტიტუციით შეიძლება.

ხოლო პროპორციული სისტემა ნიშნავს ორ რამეს, პირველი ელემენტია, რომ სიებს შორის ნაწილდება მანდატები და არა კანდიდატებს შორის, და მეორე - მთავარი ელემენტი არის ის, რომ სიებს შორის პროპორციულად ნაწილდება მანდატები, ანუ მიღებული ხმების პროპორციულად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და დააზუსტა, რომ როცა როცა საუბარია იმაზე, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 77 დეპუტატი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეს ნინავს ორ რამეს - რომ ამომრჩველი ხმას აძლევს სიებს და მეორე - ამ სიებზე მანდატები ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა