logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დღის წესრიგი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დღის წესრიგი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს
13:46 27.11.2019
„საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე, გააცნოს, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამ ღირებულებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისო , ევროპულ დღის წესრიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანა და ეს არის პირველად ისტორიაში. ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა შეაფასა, როგორც დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ევროპის საბჭო, ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად 70 წლის წინ შეიქმნა და დაყრდნობილი იყო ისეთ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც მიზნად ისახავს ერთიან ევროპას, როგორც ერთიან სახლს ჩვენი ევროპული ცივილიზაციისა და ასევე ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 20 წლის წინ და გავხდით ევროპის საბჭოს ნაწილი, ანუ მივიღეთ ცივილიზაციური არჩევანი, მივიღეთ ისტორიული არჩევანი და მივიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ და მისმა მოქალაქეებმა ისარგებლონ აბსოლუტურად ყველა ევროპული შესაძლებლობით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა