logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნიკალური შანსია ერთხელ და სამუდამოდ დავუმტკიცოთ ყველას, რომ საქართველოსთვის ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია
რომან კაკულია: ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნიკალური შანსია ერთხელ და სამუდამოდ დავუმტკიცოთ ყველას, რომ საქართველოსთვის ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია
12:47 27.11.2019
“ახლა გვაქვს უნიკალური შანსი დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთადერთი სწორი ალტერნატივა არის ევროპული ალტერნატივა და ამის დამტკიცება შეგვიძლია კომიტეტის თავმჯდომარეობის პროცესში ყველა შესაბამისი ინსტიტუციის მაქსიმალურად მოტივირებული ჩართულობით“,- ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებას.

რომან კაკულიას შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს მიერ განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტის - ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს პარლამენტი.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავმჯდომარეობის განხორციელების პროცესში საქართველო მაქსიმალურად იყოს წელგამაგრებული ამ მიმართულებებით ჩვენს ქვეყანაში არსებული პოზიტიური ტენდენციებით. ამის გარეშე, ამ ფუნქციის წარმატებით შესრულება გაგვიჭირდება. ამიტომ, მთელი ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს ამ ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე“,- განაცხადა დეპუტატმა.

რომან კაკულიამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს და ეს ევროპულ მრავალფეროვნებაში კუთვნილი, ღირსეული ადგილის დაკავებაა.

„თანასწორ საფუძველზე ეროვნული მიდგომების წარმოდგენა ევროპული საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში არის სწორედ ის ნიშა, სადაც იდენტიფიცირება შეგვიძლია მოვახდინოთ და რეალიზებული გავხადოთ ეს ფორმულა, რათა ევროპულ მრავალფეროვნებაში კუთვნილი ადგილი დავიკავოთ. ევროპას დღეს ბევრი პრობლემა აქვს და ამ პრობლემების ანარეკლი საქართველოში თითქმის ყველა სეგმენტშია გამოხატული. თუ შევძლებთ, რომ თავმჯდომარეობის განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარების ჩვენი ეროვნული მიდგომები წარმოვაჩინოთ, ამაზე უკეთესი საშუალება ევროპულ სივრცეში თვითდამკვიდრებისა - არ არსებობს. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ეს შესაძლებლობა წარმატებით არ გამოვიყენოთ“,- აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა