logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯონი ხეცურიანი: დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილ წინადადებას სამართლებრივი ხარვეზები აქვს
ჯონი ხეცურიანი: დავით უსუფაშვილის მიერ წარმოდგენილ წინადადებას სამართლებრივი ხარვეზები აქვს
12:06 27.11.2019
,,მივესალმები დავით უსუფაშვილის მცდელობას, რომ წარმოადგინოს წინადადება. აქვს თუ არა მის წინადადებას სამართლებრივი ხარვეზი?! ჩემი აზრით აქვს, რასაკვირველია“,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

,,აქვს თუ არა მის წინადადებას სამართლებრივი ხარვეზი?! ჩემი აზრით აქვს, რასაკვირველია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ ის 77 მანდატი ნაწილდება მხოლოდ პროპორციულად, 73 არის მაჟორიტარული. გერმანულში როგორ არის - ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობდა: დავუშვათ, პროპორციული სისტემით აიღე 20 მანდატი, გეკუთვნის 20 მანდატი ხომ? მაგრამ 5 მაჟორიტარი გყავს გაყვანილი. თქვენ 20 მანდატს კი არ მიიღებთ, იმ 5-ს გითვლიან და 15-ს მოგცემენ. ეს რას ნიშნავს?! რომ მაჟორიტარული სისტემა შედის ამ საერთო განაწილებაში და პროპორციულ ქოლგაში ექცევა. ჩვენთან ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება: პროპორციულად განაწილდება 77, მაჟორიტარული იქნება - 73 და ამისგან ჩამოყალიბდება პარლამენტი. არ შეიძლება 150-დან ამის დანაწილება. 150-დან არის განაწილება უკვე 2024 წელს, როდესაც მთელი 150 მანდატი ნაწილდება პროპორციულად და ვინ რამდენ ხმასაც მიიღებს, იმდენ მანდატს ამოიღებს. ამ შემთხვევაში ეს ორი კომპონენტისგან შედგება. მაჟორიტარული არჩევნებისაგან და პროპორციული არჩევნებისაგან. ამიტომ მათი ერთმანეთთან რამე სახით დაკავშირება არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

მისი თქმით, არ შეიძლებოდა გერმანული სისტემის იმ სახით შემოტანა, რა სახითაც გერმანიაში მოქმედებს, არაფრით არ შეიძლებოდა, ის სრულიად შეუსაბამო იქნება.

,,ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ეს ორი სისტემა ერთმანეთს უკავშირდება. როდის?! თუკი სიაში არის კანდიდატი, რომელიც ამავე დროს კენჭს იყრის მაჟორიტარულ ოლქში, დავუშვათ გავიდა, სია აიწევს ზემოთ - ორ ადგილზე ხომ არ იქნება?! სხვა არც ერთ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. პროპორციული სისტემით პროპორციულად განაწილდება. აი ეს წინააღმდეგობაა. ამიტომ კონსტიტუციაში რომ წერია, რომ მანდატების განაწილების წესი კანონით განისაზღვრებაო, აქ რასაკვირველია იგულისხმება, პროპორციულის მანდატები როგორ უნდა განაწილდეს, რა სისტემით, რომელი მეთოდით და მაჟორიტარულში რა გვაქვს. იქაც უამრავი სისტემა გვაქვს. თავიდან რომ იყო ნათქვამი რომ შემოვიღოთ გერმანული სისტემა, როგორ შეიძლებოდა ის გერმანული სისტემა იმ სახით, რა სახითაც გერმანიაში მოქმედებს. იმის პირდაპირ შემოტანა არაფრით არ შეიძლებოდა, ის სრულიად შეუსაბამო იქნება. ბატონი დავითის ვერსია არის უკვე დამუშავებული, მორგებული, მიახლოებული ჩვენს სინამდვილესთან“,- განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა