logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: პენტაგონში ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება არის მონაპოვარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში
ირაკლი სესიაშვილი: პენტაგონში ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება არის მონაპოვარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში
14:50 26.11.2019
ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკულ მხარესთან ხელი მოაწერა საქართველო-აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში მორიგ, სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას.

„პენტაგონში, ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონესა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოხატულ ურყევ ნდობას, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული განვითარების კურსის მიმართ და თავდაცვის ეფექტური რეფორმირების მხარდაჭერას. ხელშეკრულება ემსახურება თავდაცვის ძალებში ნატოს სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის ხარისხის ამაღლებას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, მომავალ წელს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან თავდაცვის სფეროში, მიიღებს რეკორდულ ფინანსურ დახმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს არა მხოლოდ სტრატეგიული თანამშრომლობა არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი მოკავშირეობა, რაც გამოიხატება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ჩვენ ხშირად გვესმის ოპონენტების მხრიდან, თითქოს საქართველო გაქრა საერთაშორისო ორბიტიდან ან გარკვეული საფრთხეები ემუქრება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რაც არის მიზანმიმართული სიცრუე. ჩვენი ქვეყანა მყარად დგას ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმები აღიარებულია და მხარდაჭერილია ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება - ეს არის სტრატეგიული გზა ქვეყნის მომავლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილმა ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილის დევიდ ნორქვისტის განცხადება გააცნო საზოგადოებას.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას, ემყარება - არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“.


„ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც თუნდაც, საჯაროდ გაცხადებული აქვს ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობა. მე ამ რთულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ყველას მოვუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა