logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ უნდა შეძლოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება - მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვა პარლამენტში ხდება
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ უნდა შეძლოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება - მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვა პარლამენტში ხდება
13:27 26.11.2019
„ოპოზიციამ უნდა შეძლოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება, პარლამენტი მზად არის მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვისთვის, უნდა დავსხდეთ, უნდა ვილაპარაკოთ, მათ შორის, 2020 წლის არჩევნებზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც და განმარტა, პროპორციულის ნაწილში, ის ოპოზიციის მოთხოვნების მიხედვითაა დარეგულირებული, ხოლო, რაც შეეხება მაჟორიტარულს - არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე უნდა შედგეს საუბარი.

„პროპორციულ ნაწილში ის ამ მომენტისთვის დარეგულირებულია, პრაქტიკულად, იმ მოთხოვნების მიხედვით, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას - ანუ, 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის პროპორციული ნაწილი კომპლექტდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და პროპორციული წესით. რაც შეეხება მაჟორიტარულ მანდატებს, ამასთან დაკავშირებით უნდა დავსხდეთ, უნდა ვისაუბროთ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ შეიძლება მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები გახდეს კიდევ უფრო კონკურენტული და როგორ შეიძლება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით დავეხმაროთ იმას, რომ მაჟორიტარული მანდატებისთვის ბრძოლაც ასევე იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ დაასახელა ის მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლებთან დაკავშირებითაც პარლამენტმა გადაწყვეტილებები საშემოდგომო სესიის დარჩენილ დროში უნდა მიიღოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ფუნქციების შეჩერების და ბლოკირების მცდელობა გამოსავალი არ არის.

„ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პენსიების ზრდას, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის ხელფასების და შემოსავლების ზრდას, საჯარო სამსახურის და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების მომავალს და მათ საქმიანობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და გარკვეული კატეგორიებისთვის პენსიების მატებას. უნდა განვიხილოთ საკანონმდებლო ინიციატივები სასამართლოს შესახებ, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ასევე უკავშირდება მართლმსაჯულებას, მის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საქმიანობას, უნდა განვიხილოთ ენერგეტიკის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ენერგოუსაფრთხოებას. ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას. პარლამენტი მუშაობს, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს დროულად განხილული და ბოლომდე მიყვანილი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამავე დროს, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ პოლიტიკას პარლამენტში. სწორედ პარლამენტი არის ის მთავარ პოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე უნდა იყოს დებატები, არგუმენტების დაპირისპირება და გადაწყვეტილებები მიღებული. სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირების და შეჩერების მცდელობა არ არის გამოსავალი. მშვიდობიანი პროტესტის უფლება იქნება დაცული ხელისუფლების და სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ექნება რეაქცია იმაზეც, თუ ვინმე შეეცდება, რომ დაარღვიოს კანონმდებლობა და სცადოს რომელიმე სახელმწიფო ფუნქციის თუ ინსტიტუტის ბლოკირება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა