logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის რეალური შეფასებების გადაფარვა და „ფეიკ ნიუსების“ მომზადება
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის რეალური შეფასებების გადაფარვა და „ფეიკ ნიუსების“ მომზადება
12:49 23.11.2019
„დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან მთავარ შეკითხვას - ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკიმ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და დღეს, ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან განყენებულად განხილვა - შეცდომაა.

„როდესაც ჩვენ დავდეთ სასწორის პინაზე ორი საკითხი - ერთი იყო ის, რომ უმრავლესობა აუცილებლად დაიშლებოდა, თუკი გავრიცხავდით 20-25 ადამიანს. მეორე იყო ის, რომ აუცილებლად უნდა ჩაატარო არჩევნები იმპერატიული მითითებით. რომ დავფიქრდით, უმრავლესობის დაშლა, შემდეგ ისეთი ადამიანების გარიცხვა, რომლებმაც დასვეს ერთი ძალიან ლოგიკური შეკითხვა: ჩვენ 2019 წლის 24 ივნისს გამოვაცხადეთ, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, რაც ჩვენი ინიციატივით, 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანეთ. კინაღამ 2020 წელიც გავიტანეთ, მათი ბოიკოტი რომ არა, უკვე კონსტიტუციაში იქნებოდა. ის მინდა ვთქვა, რაც არ მითქვამს და რა დევს ამ განცხადების უკან: დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა მთავარ შეკითხვას ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან: კი მაგრამ, ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა? თუ არადა, მიიღებთ ისრაელში რაც ხდება ახლა - პრაქტიკულად, კრიზისია.

მეორე საკითხი არის ის, რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ გაიწია, ერთმანეთში როგორ დაალაგებენ? ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, შეიკვრებიან, მაგრამ იქ არის „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტები“. ისინი რა პროდუქტს შექმნიან? მით უმეტეს, „ქართული ოცნება“ ხომ არ გაქრება, არსებობს. რა პროდუქტი უნდა შექმნან ისეთი, რომელიც ქვეყანას სტაბილურობას შეუნარჩუნებს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება.

„რა არის ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის - დავშალოთ უმრავლესობა, დავშალოთ მთავრობა, ვერ მივიღოთ ბიუჯეტი და არის თუ არა ბიუჯეტის თემა შეფარული მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება? გადახედეთ ბიუჯეტს: მასწავლებლების ხელფასები იზრდება, სამუშაო ადგილები იზრდება. ჯერ მარტო, წყალტუბო დაასაქმებს 15 ათას ადამიანს, ასევე, აბასთუმანი, ქუთაისში უკვე დაიწყო ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, იზრდება საპენსიო და სოციალური პაკეტები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა