logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: განახლებულ „კმარას“ აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს და ეხლაც მთავარი ინსტრუმენტი ტელეეკრანია
გურამ ნიკოლაშვილი: განახლებულ „კმარას“ აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს და ეხლაც მთავარი ინსტრუმენტი ტელეეკრანია
19:13 22.11.2019
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, განახლებულ „კმარას“, იგივე მოქმედი გმირებით და იგივე სცენარით, როგორც 16 წლის წინ, აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს.

“ვეტერანმა და ახალბედა „კმარელებმა“ აპოკალიპტური რეალობა უნდა გაითამაშონ და ეხლაც, როგორც მაშინ, მთავარი ინსტრუმენტი ტელეეკრანია” - გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ოდიოზური მოძრაობა, რომელიც რევოლუციურ კომკავშირად მოევლინა მაშინდელ ქართულ საზოგადოებას, დასავლური ანალოგების მსგავსად ქუჩის პროტესტებისა და პროვოკაციების საკეთებლად შეიქმნა.

„კვირის დასაწყისში პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა, შენობის ბლოკირებაში გადაიზარდა. 20 ივნისისგან განსხვავებით პოლიციამ შეძლო უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ჭარბი ძალის გარეშე მოეხსნა შენობის ბლოკირება და გაეთავისუფლებინა თბილისის ცენტრალური გამზირი ხერგილებისგან.

გზები გაიხსნა, მოძრაობა აღდგა, პარლამენტში ჩატარდა ბიუროს სხდომა, ოპოზიციის წინააღმდეგობა დაიძლია, თუმცა ვერ მიიღწა მშვიდობა და თანხმობა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ წინააღმდეგობას ყველა შესაძლო კანონიერი ხერხით, ხოლო სახელისუფლო გუნდში მოვლენათა განვითარების რამდენიმე ხაზი გამოიკვეთა. მაჟორიტართა იმ ნაწილის განცხადებით, ვინც ხელი შეუშალა 2020 წელსვე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, ისინი დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა დააყენონ ინიციატივა საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ ფორმაზე გადასაყვანად.

დღეს კი მოვისმინეთ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ შეახსენა ნაციონალურ მოძრაობას კონკრეტული თარიღები, როდესაც ისინი არამხოლოდ ხელს უშლიდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, არამედ რეფერენდუმზე მიღებული ცვლილებებიც კი შეცვალეს მაჟორიტართა სასარგებლოდ.

სხვათა შორის, რეფერენდუმის შესახებ მოსაზრება უკვე გაისმა სხვადასხვა ექსპერტთა პირით, რომ დაპირისპირება საარჩევნო სისტემის ირგვლივ შესაძლოა ადვილად დასრულდეს მოსახლეობის აზრის გამოკითხვით, თუ როგორ სისტემას მიიჩნევენ ისინი მისაღებად” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ვიდეოს ბმული https://www.facebook.com/imedipolitika/videos/809513636143453/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა