logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ვოლსკი: ნებისმიერ სამართლადარღვევას, ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
გია ვოლსკი: ნებისმიერ სამართლადარღვევას, ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
15:48 22.11.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, გია ვოლსკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, მსურს ერთი კარგად დავიწყებული ციტატა მოგაგონოთ - ,,პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა” – ეს სიტყვები არ ეკუთვნით ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას.

ეს 2010 წლის 11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის” რეალური დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.

თავი ვალდებულად მივიჩნიეთ, შევახსენოთ ისტორიული ფაქტები იმ ახალგაზრდებს, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ხანა არ ახსოვთ და შესაძლოა არ ჰქონდეთ ინფორმაცია მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ.

ხაზს ვუსვამთ, 2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზეც განისაზღვრა, რომ 235 დეპუტატის ნაცვლად, ქვეყანას 150 დეპუტატი უნდა აერჩია პარლამენტში.

კონსტიტუციაში, 2005 წლის 23 თებერვალს,უკვე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგანაც 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს.

2008 წლის 12 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 25%-ით შეამცირა, მაჟორიტარების სასარგებლოდ.

ანუ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მხარს უჭერდა, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ებრძოდა ამ იდეას.

მანიპულაციები ამით არ დასრულებულა.

2011 წლის 27 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემორანდუმი გააფორმა თავის სატელიტ პარტიებთან („ქდმ“, „ახალი მემარჯვენეები“, „ედპ“, „ჩვენ თვითონ“) რომელთა შემადგენლობის დიდი ნაწილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი აქციების ავანგარდში დგას. ამ მემორანდუმის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაზრდილიყო, 40 მაჟორიტარი დეპუტატის დამატების ხარჯზე.

გავიხსენოთ ისიც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ეს მოძალადე, ანტიდემოკრატიული რეჟიმი, სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა და ჩამოაშორა ხელისუფლებას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში.
მეტიც, დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის, საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, „ქართულმა ოცნებამ“, საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში.

მიმდინარე წლის 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ერთ დღესაც არ ჩაუვლია „ქართული ოცნების“ მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვაგვარი პერფორმანსების, აქციების და ესოდენ პოპულარული - ,,ფეიკ-ნიუსების“გარეშე.
ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ, რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ - შესაძლებელია კი, ისეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა?!

დღევანდელი მოვლენებიც ამის ნათელი დადასტურებაა.

დღეს, ეს ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაფერხებლად, აქციებს გვიწყობენ ჩვენ, ვინც რეალურად განვახორციელეთ ცვლილება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, არ აქვს გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი. ამიტომ, ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი კმარელების გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიზნების მიღწევას.

მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე. შესაბამისად, ნებისმიერ სამართლადარღვევას, მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

და ბოლოს, მინდა მოვიყვანო ერთი, დღევანდელი შემთხვევა - ადამიანი, მერაბ ქვარაია მყავს მხედველობაში, რომელიც 7 წლის გამო ეწამა, ციხეში იჯდა არაფრის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთხზული ბრალდებებით, დღეს კვლავ გახდა სწორედ ამ ხალხის, უკვე ახალი თაობის ბრუტალური შეტევის სამიზნე. მე არ მგონია, რომ ამას თქვენს მიერ სათანადო შეფასება არ უნდა მიეცეს“-განაცხადა გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა