logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: საქართველო მასპინძლობს მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ფორუმს - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“
ნათია მეზვრიშვილი: საქართველო მასპინძლობს მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ფორუმს - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“
11:33 21.11.2019
თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი იმართება სახელწოდებით „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“. ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები აშშ-დან.

„დღეს საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ.“ ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორუმში მონაწილეობას ვიღებთ, ვინაიდან საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. კონფერენციაზე ჩვენი მხრიდან საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ნაბიჯებით, ყოველდღიურად იდგმება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, აქცენტები გაკეთდება, თუ რა არის საჭირო მომავალში, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

„მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფორუმის მიზანი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარება და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა