logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი
დიმიტრი ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი
19:34 20.11.2019
„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე. მე ვფიქრობ, ეს არ შედის არც საზოგადოების და არც ქვეყნის ინტერესში და არც უფრო მასშტაბურ ინტერესებში, ვგულისხმობ უკვე რეგიონულ ფაქტორებს“, - აცხადებს პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად შეგნებული: „ველოდით შიდა გუნდურ რყევებს, ქუჩაში უკმაყოფილებასაც, ეს ჩვენ პირველ დღესვე განვაცხადეთ, მაგრამ სჯობს ეს მოკლევადიანი რყევები გადავიტანოთ, ვიდრე ქვეყანა შევიყვანოთ რეალურ კრიზისში, რისი მაგალითები საერთაშორისო ასპარეზზეც გვაქვს“.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არასერიოზულია ოპონენტების საუბარი იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის სისტემა, რომელიც მხოლოდ ერთპარტიულობას უზრუნველყოფს და დიქტატურას შეუწყობს ხელს.

„ეს არის სისტემა, ერთი რომ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მეორე - გაუადვილებს ამომრჩეველს რომ ამოიცნოს მისთვის სასურველი კანდიდატი და მას ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა ის, რომ ახლა ჩვენ წარვუდგინოთ ფირმანი, რაღაც გრძელი ჩამონათვალი 300 პარტიის, ამ დროს ბევრი არის ერთკაციანი, სადაც ლიდერიც და ბოლო კაციც არის ერთი და იგივე. ასევე პარტიები, ფაქტობრივად, გახდა სამალავი ამომრჩევლისათვის ცუდად დამახსოვრებული პოლიტიკური სახეებისა, რომლებიც ამ პარტიებს შეიძლება ამოეფარონ და გახდნენ პარლამენტის წევრები“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სწორედ ისინი ტეხენ დღეს აურზაურს იმის გამო, რომ „ადვილი გზა მონახონ სწორედ აურზაურით და არა ამომრჩეველთა მხარდაჭერით“.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი ინტერესი თითოეული პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესები და შემდეგ დანარჩენი ნებისმიერი რამ, ამ დროს კი მისივე თქმით, ოპოზიციას შეცდომაში შეყავს საზოგადოება, როდესაც აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან იყო დაპირება და ეს დასტურდება მათი ხელმოწერებით, რომ მიღებული იქნებოდა კანონპროექტი პროპორციულ არჩევნებზე 20202 წლიდან გადასვლის შესახებ.

„ქართული ოცნება არ დაპირებია ოპოზიციას, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია ხშირად აპელირებს, თვითონ სამუშაო ჯგუფებშიც კი არ ღებულობდნენ მონაწილეობას, სად მიიღეს ეს დაპირება? ინიციატივაზე ხელმოწერა კი არ ნიშნავს იმას რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ხელმოწერა ნიშნავს, რომ გაიხსნა დისკუსია, მოხდა ინიცირება. ძალიან ბევრი პროექტი ყოფილა პარლამენტში ინიცირებული, შემდეგ ავტორების მხრიდანაც რომ არ ყოფილა მხარდაჭერილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ასევე არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება პარტიის ლიდერზეც - „უნდა ითქვას, რომ უმრავლესობასთან შეხვედრებზე იყო ბატონი ბიძინას თხოვნაც და მოთხოვნაც. ლიდერის პოზიცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხმას იძლევა კონკრეტული დეპუტატი საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე და თუ საზოგადოება ბოლოს ჩათვლის, რომ ჩვენ მათ დაპირება არ შევუსრულეთ, არ შევუსრულეთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე - ის რისკის ქვეშ არ დავაყენეთ, მეორეც თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები და იქნება საარჩევნო პოლიტიკური განაჩენი, თუ კი ასე ჩათვლის საჭიროდ ამომრჩეველი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ​.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა