logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: დადგა დრო, დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება არ გადაგდებაზე
მიხეილ ყაველაშვილი: დადგა დრო, დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება არ გადაგდებაზე
15:57 20.11.2019
„მე ვარ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი და ვიმყოფები პარლამენტში. თუ მე დავინახე რაიმე საშიშროება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ წუთს და დავინახე უფრო მეტი რისკი, ვიდრე ეს შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილების უკან, მე ვალდებული ვარ, შინაგანად გულწრფელი ვარ ჩემი თავის წინაშე, საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოს და სამშობლოს წინაშე, ეს ხმამაღლა განვაცხადო. ამიტომ, როცა დავინახე რისკები და რისკებზე პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდა, ამაზე დისკუსია გვქონდა გუნდის შიგნითაც - ნებისმიერ ჩემს დანაპირებს გადავთქვამ თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას საფრთხე ემუქრება“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დადგა დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

„უკვე დადგა ქვეყანაში იმის დრო, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი მსჯელობა და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არა იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე მოვახვიოთ თავზე არამედ, ვკითხოთ მოქალაქეებს, რა ურჩევნიათ და რა უნდათ მათ. უკვე არის იმის დრო, რომ გადაგდება არ გადაგდებაზე კი არა, თვითონ სარჩევნო პროცესზე ვისაუბროთ. როდესაც ასე აწვდით საზოგადოებას აზრს, თითქოს მაჟორიტარული სისტემა არის ჩამორჩენა და მხოლოდ რუსულ ნარატივს მიაბამთ, აი ეს არის ტყუილი და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. პირდაპირი მაჟორიტარული წესით ირჩევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. რატომ ასე არ აწვდით აზრს ჩვენს მოქალაქეებს? ამიტომ ეს მიზანმიმართული არის იმ ერთი ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და თქვენც ამ ძალის გარშემო ტრიალებთ. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარი არის დაპირებაზე და აქცენტები კეთდება ერთი კონკრეტული ძალის ნარატივზე, რომელიც არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით არამედ, მთლიანად პროცესს ვერა და ვერ მოერია.

„ვერც მედია და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ მოერია იმას, რომ ერთი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ შემოაგდებს რაღაც ნარატივს და ამაზე ხდება აპელირება. მსჯელობა შინაარსზე კი არ მიდის არამედ, მიდის ფორმაზე - თუ როგორ გადააგდო უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობა ან პარტიები, რომლებიც მიმართულები იყვნენ, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო. მეც და თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩემთვის პირველი პასუხისმგებლობა არის ამ ქვეყნის წინაშე და ამ ქვეყნის სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა