logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა
კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა
15:40 20.11.2019
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე- „ შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.“

თავის გამოსვლაში კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და აგრძელებს შერიგებისა და ჩართვის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში.

სიტყვით გამოსვლისას კახა იმნაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა. როგორც გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით.

კახა იმნაძემ მოითხოვა ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს ამ საკითხზე.
ასევე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მარტიაშვილი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა და გარდაიცვალა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას გადასასვლელი პუნქტის გადაკვეთის და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

სიტყვით გამოსვლისას კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ 2018 წელს, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სამშვიდობო ინიციატივების პაკეტი სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. იმნაძის თქმით, ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში და გამყოფ ხაზებზე აღმართული ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, ხალხთაშორისი კონტაქტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.


კახა იმნაძის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გამარტივებით.

როგორც კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ უფასო ჯანდაცვის მომსახურება უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკაში, რისი მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაზე. ამ კონტექსტში ელჩმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. იმნაძის თქმით, რამდენიმე კვირის წინ საქართველომ უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა