logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ
13:04 20.11.2019
პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის არჩევის სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას, აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა.

„ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი, არ არის ისე ვიღაცას დავპირდით და ა.შ. როცა ჩვენ გვქონდა პრეტენზია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მთავარი კითხვა იყო თუ რა გარანტია არსებობს, ან ვინ აგვიხსნის, როგორ ავიცილოთ ის რისკი თავიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში - არასტაბილურ გარემოს და არამყარ მთავრობას, რყევადს და ამორფულს, პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი: თურმე ჩვენ დავპირდით. მინდა გითხრათ, რომ მე არავის არაფერს არ დავპირებივარ, და არც ქართული ოცნება არავის არ დაპირებია. თუ დაპირდა, ის დაპირდა მაშინ ხალხს, ხალხი თვითონ ჩათვლის იყო ეს დაპირება და ეს უნდა შესრულებულიყო თუ არა. შესაბამისი განაჩენი, ასე ვთქვათ, საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ, შედეგობრივი, დადგება მაშინ, როცა იქნება არჩევნები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე შეფასებით, სამივე სისტემა - პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული არის ყველა დემოკრატიული, თუმცა აქ გასათვალისწინებელია პოლიტიკური კულტურა, არსებული რეალობა და სარკისებურად არც ერთი ქვეყნის მაგალითი არ შეიძლება იყოს გადმოტანილი. დღევანდელ რეალობაში კი იგი ქვეყნისათვის არასასურველად მიიჩნევს სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

ამასთან მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ პირადად ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას და ეს არაერთხელ დაუფიქსირებია: „2016 წელს, როცა მე-9 მოწვევის პარლამენტისთვის კანდიდატი ვიყავი და საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი, გავაკეთე კიდეც საჯარო განცხადება და საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ვთხოვე, რომ პროპორციულ სიაში არ შევეყვანე და მე შევიდოდი პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის მიერ პირდაპირი არჩევის წესით ".

დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანამოაზრეები, როგორც თავად აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ქვეყნისათვის გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ და კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანა უკვე 2020 წლისათვის უნდა გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, შეგნებულად არ დაუჭირეს მხარი.

„ჩვენ ეს კანონპროექტი აბსოლუტურად შეგნებულად დავამუხრუჭეთ იმისათვის, რომ ჩვენ ვხედავთ ამაში რეალურ საფრთხეებს. ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცხოვრობდეს სტაბილურად, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი მთავრობა. ამ რეალობაში, ამ პარტიულ ველზე კი, რა თქმა უნდა, ეს ყველა პირობას იძლევა იმისათვის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, თავად პარტიული ველიც აბსოლუტურად არ არის მზად დღეს პროპორციული სისტემისთვის.

„თქვენ ხედავთ, რომ დღეს აბსოლუტურად არათავსებადი იდეოლოგიის მქონე პარტიები არიან ერთად, რომლებიც უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ ერთ განცხადებაზე, ერთ ქმედებაზე. მათი მხარდაჭერაც საზოგადოებაში, ხედავთ რა იყო. რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, დაახლოებით 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა. მე გადავხედე სტატისტიკას და 12 პარტიას ერთად აღებულს, რომელიც ხარჯავს დაახლოებით 10 მილიონს, რეიტინგი ანუ მხარდაჭერა მოსახლეობაში აქვს არც მეტი არც ნაკლები 1%. ახლა წარმოიდგინეთ კოალიციური მთავრობა - პრორუსული, პროევროპული და, შესაძლოა, ამ კოალიციაში მოხვედრილი მცირე, თუნდაც ერთკაციანი პარტია გახდეს მაშანტაჟირებელი და მოითხოვოს, მაგალითად, რომელიმე მინისტრის პორტფელი. ამ დროს თუ მას უარს ეუბნებიან, აქ ხდება მთელი ამბავი“, - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როცა პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა და გადაწყდა ხმოსნების მიერ მისი არჩევა, ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა, ამ დროს კი თავად ადამიანებს ხელიდან აცლის სისტემას, რომლითაც უნდა აირჩიონ ამ ადამიანებმა წარმომადგენელი პარლამენტში, რომ რეგიონები არ დარჩეს მაჟორიტარების გარშე. მისი თქმით, ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი და სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი მაჟორიტარი და რა ურთიერთობა ექნება მას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მაჟორიტარის დახმარებით.

„ამ ფონზე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით გარკვეული რყევები იქნებოდა გუნდშიც, ქუჩაშიც, მაგრამ ასეთი სიმპტომური ქმედებისგან ჩვენ უნდა ვიყოთ შორს, შესაძლოა დღევანდელი ხმაური შემდეგში სტაბილურობის აუცილებელი პირობა იყოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა