logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კობა ლურსმანაშვილი: „ქართულ ოცნებას" არც ერთი პოლიტიკური ძალის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აუღია და მასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია
კობა ლურსმანაშვილი: „ქართულ ოცნებას" არც ერთი პოლიტიკური ძალის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აუღია და მასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია
12:12 20.11.2019
„როდესაც ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს ჩვენ შევთანხმდით და მოგვატყუესო - რა შეთანხმებაზე საუბრობენ, რამე კულუარული იყო და ჩვენ არ ვიცით? გვითხრან სად, როდის, რომელ დღეს, ვისთან შეთანხმდნენ, დაასახელონ კონკრეტული პირები, კონკრეტული თარიღები და რა შეთანხმება გაფორმდა წარმოადგინონ ეს“, - აღნიშნულის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია ამასთან, ქვეყანაში წესი, საარჩევნო სისტემა და გარემო ყველასთვის ერთია და მთავარი სიტყვის მთქმელი არის ამომრჩეველი.

„როდესაც პოლიტიკური პარტია აცხადებ, რომ ხარ რეიტინგული და ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს იშველიებ, რატომ გაურბიხარ საარჩევნო მარათონს? როგორი წესი და სისტემაც არ უნდა იყოს, იგივე სისტემაში ვმოქმედებთ ჩვენც. ეს იქნება პროპორციული, მაჟორიტარული თუ შერეული. გარემო ყველასთვის ერთია და მთავარი სიტყვის მთქმელი არის ამომრჩეველი, რომელიც გადაანაწილებს თავის ხმებს და შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოში მოხვდებიან ამ ხმების გადანაწილების შესაბამისად“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოების განწყობები, არჩევნების გზით, აბსოლუტურად, იქნება გამოხატული დემოკრატიულ და კარგად ორგანიზებულ საარჩევნო პროცესის დროს. როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დეკლარირება, ეს შეასრულა კიდეც და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2024 წლიდან ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.

„როდესაც პარტიის ლიდერმა გააკეთა განცხადება - მან საზოგადოებას მიმართა. ქართულ ოცნებამდე პრაქტიკულად ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, საქართველოში კონსტიტუციურად ვერ დააკანონა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ინიციატივა, რომელიც მაშინ სადისკუსიოდ გაიხსნა ცხადია, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვა მოხდა. ჩვენ დღესაც მზად ვართ გაიხსნას დისკუსია თუნდაც, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. როდესაც შერეულ სისტემაზე ვსაუბრობთ, ანუ ფორმატი რომელიც ახლა მოქმედებს, ეს უფრო მეტად დახვეწილი ფორმატია, ვიდრე 2012 წელს მოქმედებდა საარჩევნო სისტემა, რომელ სისტემაშიც და რომელი რეგულაციებითაც ნაციონალური მოძრაობა მთლიანად დომინანტი იყო მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მისი თქმით ნებისმიერი საარჩევნო სისტემით ოპოზიცია დარჩება აბსოლუტურად წაგებული. „ისინი ამბობენ, რომ არიან მაღალრეიტინგულები. მე ვარ 51-ე ოლქის მაჟორიტარი, როგორც დღეს იქნა წარმოჩენილი ყველაზე რეიტინგული არის დავით ბაქრაძე. ყველაზე რეიტინგული პარტიის ლიდერს, ბაქრაძეს, ბოკერიას გეპატიჟებით, ჩამოდით ხარაგაულში, იყარეთ კენჭი, ჩვენივე სამაჟორიტარო ოლქში დაგვამარცხეთ ჩვენ და მერე ათამაშეთ მუსკულები.

საარჩევნო სისტემაში მოექეცით, კანონმდებლობის სრული დაცვით. მობრძანდით, მოსინჯეთ თქვენი ძალები, მაგრამ როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ. ეს სისტემა მათთვის არის დამანგრეველი ისევე, როგორც სხვა სისტემებში ისინი დარჩებიან აბსოლუტურად წაგებულები, ერთადერთი იმედი პროპორციულ სისტემაში არის ის, რომ გაურკვევლად, ისე რომ ამომრჩეველმა არ იცოდეს ის ხმები რომლის მობილიზებას ახერხებენ - მიიწებონ და რამდენიმე კაცით დასხდნენ პარლამენტში. ქვეყანას ურევენ იმის გამო რომ რამდენიმე სკამი და მანდატი მიიღონ პარლამენტში. გზა პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ გადის საარჩევნო მარათონზე და არა იმ ქმედებებზე რომლითაც არიან გამორჩეულები. ის გზა მათ პარლამენტში არ მიიყვანს“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა