logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარაკებების და შეთანხმების შედეგი“ - გია ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე
„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარაკებების და შეთანხმების შედეგი“ - გია ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე
23:47 19.11.2019
„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარაკებების და შეთანხმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო“ - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი გორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ინციატივა საზოგადოებას წარუდგინა და ოპოზიცია მხარე საერთოდ არ ყოფილა.

„რევოლუციური სცენარის გათამაშება და პარლამენტში შემოჭრა ვერ მოახერხეს! თუმცა საზოგადოებაში კვლავ დარჩა დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ემატება ჯერ კიდევ არსებულ არაერთ პრობლემას. ბუნებრივია გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურ ველზე შექმნილი დაპირისპირების ხარისხი არ გადაგვეტანა საზოგადოებაში და ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია გავამყარებთ პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივით“ წერს გიორგი ვოლსკი.

როგორც ვოლსკი არნიშნავს, „მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის განაწყენდა, იცის, რა დოზით მოითხოვოს პასუხი.

„მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის გაგვინაწყენდა, მან იცის, რა დოზით მოგვთხოვოს პასუხი, რასაკვირველია საარჩევნო ყუთთან და არა ქვეყნის დამანგრეველი ჯახისას, როგორც ეს ძველ და ახალ ნაცმოძრაობას და მათ სატელიტებს წარმოუდგენიათ!

მიუხედავად ამისა, დაიწყო ახალი ჯახის მზადება..... წალეკეს მედიაველი შეძახილებით წავართვით! დავაჩოქეთ! გავანადგურეთ! იტაცებენ საქართველოს! შტურმი მიიტანეს ეკლესიაზე, ჩართეს "ფეიკ ნიუსების" ყველა მექანიზმი... სამ თვეზე მეტი ლანძრვა გინებაზე ორიენტირებული მიტინგები არ შეუჩერებიათ.
აი მაშინ უკვე კვლავ დაბრუნდა განხილვების ფორმატში ჩემი კოლეგების დავიწყებული შეკითხვა - „კი მაგრამ, ვისთან ერთად ვაპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის სტაბილურობაზე, თუნდაც უმრავლესობის აღების შემთხვევაში?!“ მოვიგონოთ, რომ ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ჯერ 2024 წელს პროპორციული არჩევნების მხარდაჭერაზე დავითანხმეთ დიდი ძალისხმევით, მერე კი ამაზე 2020 წლისათვის შევითანხმეთ. კონსტიტუციაც შევცვალეთ, მოგაგონებთ, რომ ეს პროცესიც ნაცჯგუფის მხრიდან სრული დესტრუქციის პირობებში წარიმართა.
შემდეგ რა მოხდა? სწორედ საპარლამენტო განხილვების წინ, ნაცვლად ჩვენი ინიციატივის პოზიტიურობაზე სულ მცირე მინიშნებისა, საკუთარი ვერსია შემოგვთვაზეს, რასაკვირველია სახეცვლილი. როგორ თუ მხარი არ დაგვიჭირეთო, ინიციატივა არ გადმოგვიფორმეთო და ლანძღვა გინებამ კულმინაციას მიაღწია. და ამ ფონზე გაუკვირდათ კიდეც - როგორ თუ შერეული სისტებმის მომხრეებმა გინება არ შეირჩინეს და თავდახრილებმა და შეურაცხყოფილემა გაბედეს ხმის ამოღებაო, როგორ თუ სკეპტიციზმმა იმატაო! ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველა ღონე იხმარეს რათა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო, ხოლო უმრავლესობა გახლჩილიყო.
დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი, რამეთუ სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ. ვითარება მყისიერად აისახა ვალუტის კურსზე, ეს რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამაში კი ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.
ვიმეორებ, ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს. არავითარი უკანონობა არ მომხდარა. მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედაოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება, თუ ამომრჩეველი გაწბილებულად ჩათვლის თავს, ამას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებზე გამოხატავს“ - წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა