logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია
მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია
18:48 19.11.2019
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არა რელევანტურია და მისი მიღების კონსტიტუციური რესურსიც არ არსებობს.

„ჩემი აზრით არ არის დღეს რელევანტური ამაზე ფიქრი მითუმეტეს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. გასაგებია სპეკულაციური პროტესტის ერთი მხარე, ხალხის მოტყუება, რომ გერმანული მოდელი თურმე თავსებადია ჩვენი კონსტიტუციით. აქ არის პოლიტიკური და სამართლებრივი მარაზმი ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ მოდით გადავიდეთ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ფრანგულ მოდელზე და რომელიმე ამოვირჩიოთ და სრულიად მაჟორიტარული ახალი ქართული მოდელი შევქმნათ ესეც არა რელევანტურია. დღეს რესურსი პარლამენტს, იმის ფონზე თუ რა მოხდა, ნამდვილად არ აქვს ამისთვის. გუნდის შიგნით რაც არ უნდა ვიკამათოთ ამ საკითხებზე, ჩვენ გუნდს არ ჩამოვშლით, სახელმწიფოებრივად ვიაზროვნებთ, ვიკამათებთ ამ თემაზე, მაგრამ მინდა კარგად ავხსნა, ვიღაცას შიში რომ არ გაუჩნდეს, რომ რაიმე ახალ მოდელზე გადასვლას ვაპირებთ. ტექნიკურ მხარეს განვმარტავ და ვიტყვი, რომ

ჩვენ გვჭირდებოდა მათი, მაჟორიტარების მხარდაჭერა ანუ სრული კონსესუსი გუნდის შიგნით, რათა 113-ზე მეტი ხმა შეეგროვებინა პროექტს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ახლა, ამ შემთხვევაში, ამ ინიციატივას ოპოზიცია ხმას არ მისცემს და თუ გუნდის შიგნით დაჭირდება მხარდაჭერა, მე და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, უმრავლესობის უმრავლესობა, ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია მსჯელობაც კი ამასთან დაკავშირებით. კიდეც რომ მოეწონოს ვიღაცას, დღეს ამისი რესურსი არ არსებობს, კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, ამიტომ არ მგონია რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მეგობრების, მაჟორიტარების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა