მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ,
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს სიმბოლურად, კოდირებული ბოქლომი დაადო.
რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზს „ეშმაკები ჰყავს დაპატრონებული“ და იმისათვის, რომ ისინი იქ აღარ შევიდნენ, „საჭიროა დარბაზის კარს ბოქლომი დავადოთ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების საქციელით ოყო ნაკარნახევი.
„ეს ნაკარნახევი იყო მათი მუქარებითა და ყველაფერ იმით, რასაც აკეთებენ. მმართველი გუნდის წევრები როგორც მოქალაქეებზე, ასევე ოპოზიციიზის წარმომადგენლებზეც ძალადობენ.
არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს, აქ სხდომა აღარ გაიმართება. ჩვენ მმართველი გუნდის საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს ვუცხადებთ“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

















