logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის განხილვას გამორიცხავს
მამუკა მდინარაძე სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის განხილვას გამორიცხავს
15:17 19.11.2019
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია.

მდინარაძის თქმით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკიური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოცემულ ვითარებაში სხვა მოდელებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.

„აბსოლუტურად ვიზიარებ კახი კალაძის პათოსს, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილების არანაირი რესურსი ამ მოწვევის პარლამენტს არ გააჩნია. გამორიცხულია ამაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ახლა მიდის კამათი, დისკუსია, რბილად რომ ვთქვათ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ 2020 წლისთვის უნდა იყოს პროპორციული, ვადამდელი და ასე შემდეგ. ახლა, ამ ფონზე, არ მგონია სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე – ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე თუ ასე შემდეგ. გუშინ გვქონდა საუბარი. დიტო ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მეკითხებოდნენ ამ საკითხზე. ჩემი აზრი არის და იქნება ისევ ის, რაც იყო აქამდეც. ვფიქრობ, გუნდის აზრიც ეს იქნება. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს საქართველო პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

„მგონია, რომ ძალიან ცხარე დისკუსია იქნება გუნდის შიგნითაც, რადგანაც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი აზრი გახმოვანდა, თუნდაც დისკუსიის გახსნაზე. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნაც კი, მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად ზედმეტად. გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ შეიძლება გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ საუბარია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებაში, რომელიც მათ ახალ ინიციატივას ეხება.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, განცხადება დიმიტრი ხუნდაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა