logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით უნდა დაკომპლექტდეს
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით უნდა დაკომპლექტდეს
14:14 19.11.2019
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს, რომ ქვეყანა სრულად გადავიდეს მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე 2020 წლისათვის.

„ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი, და ვფიქრობ მაჟორიტარული სისტემა არის საუკეთესო საშუალება არსებულ ვითარებაში, არსებულ რეალობაში რომ ხალხს მივანდოთ არჩევანი პირდაპირი წესით აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები და პარლამენტი დაკომპლექტდეს სრულად მაჟორიტარული სისტემით. ასეთი სისტემები არის ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ასე რომ ვფიქრობ ეს არ არის უცხო თანამედროვე მსოფლიოსათვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი და ქართველი ხალხი პირდაპირი წესით, უკეთეს არჩევანს გააკეთებს, მაჟორიტარები იქნებიან კარგად ამოცნობადი და ისინი ვერ ამოეფარებიან ვერც ერთ პარტიას, რომელთა დასახელებები არის საკმაოდ ჭრელი და ზოგჯერ ამომრჩეველი იბნევა, თუ ესა თუ ის კონკრეტული პოლიტიკოსი რომელი პარტიის უკან დგას.

„მე ვფიქრობ, ეს მოდელი არის ყველაზე საუკეთესო, ის რა სისტემაც შეიძლება იყოს ქვეყანაში. ასევე ვფიქრობ საამაყო არაფერია იმაში, რომ ქვეყანა 2024 წლიდან გადადის პროპორციულ სისტემაზე. მეც და ბევრი სხვა მაჟორიტარიც ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც აღნიშნულ ინიცირებას მხარი დავუჭირეთ, იყო შეცდომა და ვფიქრობ, რომ დროა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყნის პარლამენტი დააკომპლექტოს უშუალოდ ხალხმა და სისტემა იყოს სრულად მაჟორიტარული, ხელისუფლების წყარო გახდეს უშუალოდ ამომრჩეველი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა სწორი საარჩევნო სისტემით წარსდგეს 2020 წელს.

მისი თქმით, ასეთი საარჩევნო სისტემის შეთავაზება სწორედაც რომ თვით მოქალაქეებისათვის, მათივე და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ხდება.

„როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ კანონპროექტი შევაჩერეთ, მაშინ ავიღეთ პასუხისმგებლობა და განვმარტეთ კიდეც, რომ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ გარკვეული რყევები, გარკვეული უკმაყოფილებები, ხმაური იქნებოდა, მაგრამ სჯობს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური განვითარების საშუალება და არა ჩვენ ვიცხოვროთ მოკლევადიანი ეფექტებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა