logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და მთავრობასთან ერთად იქნება გარანტორი, რომ სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ შეფერხდეს
21:53 18.11.2019
"2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, ჩატარდება კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


არჩილ თალაკვაძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა ინიციატივამ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს, ჩაწერილია მოქმედ კონსტიტუციაში იმ რეფორმის შედეგად, რომელიც 1 წლის წინ პარლამენტმა განახორციელა. მისივე თქმით, მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც განუხრელად იყო და იქნება დაცული მომავალშიც - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა მომხრეები კვლავ შეცდომაში შეიყვანა, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა ისინი და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს გასცდა.


"საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ამ მიზნით ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა გააკეთა. ეს ცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. გუშინ საღამოს, დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, პირადად მქონდა თითოეულ მათგანთან საუბარი და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ პროტესტი კანონის ფარგლებში. ასევე შევთავაზე, რომ დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მხარეებს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ სტრატეგიულმა პარტნიორებმა - აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამაც მოუწოდეს. არჩილ თალაკვაძემ ასევე, განმარტა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება იმ სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას ნიშნავს, რომელიც ყოველდღიურად სასიცოცხლოდ აუცილებელია მოქალაქეებისთვის. "სახელმწიფო ინსტიტუტების და ფუნქციების ბლოკირება სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.



არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ პარლამენტის ჭიშკრებზე ბოქლომების დადების ფაქტსაც. პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე, ოპონენტებს გაჭრილი ბოქლომი დაუბრუნა და განაცხადა, რომ ეს ნივთი სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომასა და ღირებულებებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.



"საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო ოპოზიციის ამ რადიკალურმა ნაწილმა, პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები: ეს არიან ის ადამიანები, ვინც, თავის დროზე, ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი ასაღებდნენ დემოკრატიად და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო დიდი წარმატება. ისინი დღესაც ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტისთვის. ამიტომ, მინდა, მათ, სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას მოქალაქეების, სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ. ეს უნდა შეინახონ და დაიმახსოვრონ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ დაადებენ ბოქლომს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიციელებს, შს სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "სამართალდამცველებმა მინიმალური ჩარევით განახორციელეს მოქმედება და შეძლეს, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოქმედებს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო".



"თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ შეუძლიათ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, უფრო ფართო საზოგადოება და არა მხოლოდ მათი მხარდამჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მათ ამისთვის უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატები და პოლიტიკა პარლამენტში. მეორე შეთავაზება არის, რომ გავაგრძელოთ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი, ვინაიდან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც და ჩაერთოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა პარლამენტმა დაამტკიცოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა