logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ნაცმოძრაობის სიმბოლო არის კასრები, რომლებიც საწამებელ ადგილებში აღმოაჩინეს
გიორგი ვოლსკი: ნაცმოძრაობის სიმბოლო არის კასრები, რომლებიც საწამებელ ადგილებში აღმოაჩინეს
21:51 18.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
მან ყურადღება გაამახვილა სამ ასპექტზე, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიხსენოს და გაიაზროს,.
"ნომერი პირველი საკითხი არის სიმბოლო ნაცმოძრაობისა, რომელსაც აუცილებლად ეწერა აღზევება რომ არა ძალიან მკაფიო პოზიცია და საზოგადოების განწყობა ამ სიმბოლოების მიმართ, ეს სიმბოლო არის კასრები, ეს კი არა ქუჩაში რომელიც იყო, ის კასრები რომელიც აღმოაჩინეს საწამებელ ადგილებში და ის ყავარჯნიანი კაცი, რომელიც ძალადობდა. აი, ამ ყავარჯნებიდან ჩამოგდების გამო არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელი ყველაზე საძულველი და ყელში გაჩხერილი იმ ადამიანებისთვის ვინც ამ სიმბოლოებს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს".


მეორე ასპექტი, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა გაამახვილა ყურადღება, არის დეზინფრომაცია, კერძოდ ის, რომ მედია საშუალებების თქმით, სპეცოპერაცია ჩატარდა იმისათვის, რომ პარლამენტში ბიუროს სხდომა გამართულიყო. გიორგი ვოლსკის განმარტებით, მედია არ საუბრობს იმაზე, რომ არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც აქვს მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას ვისაც ფრორმა აცვია, იმ ადამიანებს ვინც ჩვენ გვემსახურება, სახელმწიფოს ემსახურება, ჩვენს შვილებს ემსახურება,.
"თითქოს ეს საკითხები არ არსებობნს და თითქოს ბიუროს დღის წესრიგი მხოლოდ იმაშია, რომ როგრომე ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე გავაძლიეროთ. და დღეს, ამასთან დაკავშირებით ამდენი მედია, რომელიც პრინციპულად იქცა ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად, თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი თავის პოლიტიკური პროფილით რომ არა მედია თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს.

ამაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება", -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა, რადგანაც აზრი რეალურად გაიყო, -"ამათმა რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისათვის, რომ ყველა იყოს ერთსა და იმავე აზრზე, არ არის ასე. მე რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პოლიტკური ძალიასხმევა და შეგნება გამოვავლინეთ მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ვერ აიტანს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას, თუნდაც უმრავლესობის დაშლას და დაპირისპირებას, რაც გაახარებდა იმ ადამიანებს, ვისაც დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად მიაჩნიათ და მომავალში ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი სახელმწიფოს, როგორი კანონები მივიღოთ, როგორ გავაუმჯობესიოთ ხალხის სოციალური მდგომარეობა და ის საკითხები, აუცილებლად საზოგადოებამდე მიტანილი უნდა იყოს ისე, რომ ვერენაირად ვერ გადაფაროს ვინ ვიზე რა თქვა, ვინ ვის შეაგინა, ვინ ვის მუშტი მოუღერა.

ხალხმა უნდა იცოდეს რას წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტი, რომელზეც ძალიან კარგად პარლამენტმა, და რას წარმოადგენს ჩვენი მომავალი ამოცანა სტაბილურობის მისაღწევად"-, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა