logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
21:35 18.11.2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.


"ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე, უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის. ყველა დესტრუქციისა თუ ყველა კრიზისის დროს, წინა ხაზზე დგანან და მათი სახეები არ იყო შემთხვევითი. ყველა ტელეკომპანიის გადაცემაში, ყველა სიუჟეტში ისინი იყვნენ ისევ და ისევ და სამწუხაროდ წინა ხაზზე. ჩვენ მაჟორიტარებმა, და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული, მაგრამ მე ვფიქრობ - ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ასევე, ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთ კაციანმა და მითუმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები სამალავად. ჩვენ, მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს. ყველას მოვუწოდეთბ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მან ოპოზიციას ურჩია მოემზადონ არჩევნებისათვის და დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. "მათ არავინ ზღუდავს და არავინ ბლოკავს მითუმეტეს კი ისე, როგორც ისინი შეეცადნენ დღეს დაებლოკათ პარლამენტი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს ამოცანის ზემაღალი სიზუსტით შესრულებისთვის.


"მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა, ყოველგვარი დაშავების გარეშე. პრაქტიკულად, ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ 2012 წლის შემდეგ სწორედ, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი კანონდარღვევა და მით უმეტეს, იმდგვარი, რომელიც პირდაპირ არის სახელმწიფო და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა.



"ექიმებს არ აქვთ საზღვრები. ისინი ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის, რელიგიისა თუ ეთნოსის გარეშე ემსახურებიან ნებისმიერ პაციენტს. ექიმების უფლებების შეზღუდვა ნიშნავს პაციენტების უფლებების უხეშ დარღვევას. იმედი მაქვს, რომ ბატონი ვაჟა გფრინდაშვილი, რომელთანაც მე უშუალოდ მიმუშავია საოპერაციოში, დაუბრუნდება თავის პროფესიას. პაციენტებს მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა