logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სებასტიან მოლინეუსი: საქართველო არ არის პასიური,  მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა. ამას ჩვენ უაღრესად ვაფასებთ
სებასტიან მოლინეუსი: საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა. ამას ჩვენ უაღრესად ვაფასებთ
20:25 16.11.2019
საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა პლატფორმა ,,ჰოლონთან" ინტერვიუში განაცხადა.


,,უპირველესად, საქართველოს მინდა მივულოცო პროგრესი ამ კუთხით. რეალურად, ეს ორი ინდიკატორი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოგახსენებთ რატომაც. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები ზომავენ მთავრობაში გადაწყვეტილების მიღებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას, ეკონომიკურ ანალიზს, მომსახურების უზრუნველყოფის ხარისხს, ანტიკორუფციულ ზომებს და ა.შ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს 33 ინდიკატორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც ემატება კარგი მმართველობა და მაკროფინანსური მართვა. "დუინგ ბიზნესი", თავის მხრივ, ზომავს ბიზნესის კეთების მაჩვენებელს და მოიცავს: ბიზნესის დაწყებას, კრედიტის მიღებას, მინორიტარი აქციონერების დაცვას და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გზავნილია ინვესტორთა ფართო წრისთვის, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში და მთლიანად ქვეყანა რამდენად მიმზიდველია ინვესტირებისათვის. ჩემი აზრით, ორივე მიმართულებით მიღწეული წარმატება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამი ძირითადი გზავნილის გაკეთების საშუალებას იძლევა:

პირველი – საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, თუ გავიხსენებთ, რომ საკვლევ სიაში 200 ქვეყანაა. საქართველო საშუალოშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით წარმატებულია, 6 ინდიკატორიდან 5-ში უსწრებს სხვა ქვეყნებს. ასევე 6-დან 3 ინდიკატორში უსწრებს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებს. რაც შეეხება ბიზნესის კეთებას, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ეს უდაოდ ძალიან შთამბეჭდავია. კონკურენცია დიდია და ქვეყნები მუდმივად ცდილობენ პოზიციების გაუმჯობესებას. თუ საქართველოს ადგილს ბიზნესის დაწყების სხვა ინდიკატორებთან მიმართებაშიც განვიხილავთ, დავინახავთ, როგორია რეიტინგის ლიდერის, მუდმივად პროგრესის მქონე ახალი ზელანდიის პოზიცია. ასე, რომ გილოცავთ.

მეორე - ძირითადი გზავნილია ის , რომ რეფორმები ერთჯერადი არ არის და პერმანენტულად მიმდინარეობს. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში საქართველო წამყვან რეფორმატორ 10 ქვეყანას შორის მოხვდა და ეს ტენდენცია უკვე წლებია გრძელდება. ასეთივე ტენდეცია ბიზნესის კეთების რეიტინგშიც. უკვე სამი წელია საქართველო რეფორმატორ ქვეყანათა პირველ ათეულშია. Eეს ნიშნავს, რომ საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა. ამას ჩვენ უაღრესად ვაფასებთ.

მესამე - გამოიკვეთა ისეთი სფეროები, რომლებსაც სჭირდება გაუმჯობესება: სასამართლო, დაინტერესებულ მხარეებთან მეტი ჩართულობა, ანგარიშვალდებულება (ვგულისხმობ სახელმწიფო საწარმოებს), ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტა და სხვა. ეს საკითხები მნიშნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ ინდიკატორებია. დიახ, ინდიკატორები. ისინი მხოლოდ იმაზე მიგვითითებენ, რომ ქვეყანა სხვადასხვა სფეროში წარმატებით მიიწევს წინ. ისიც რეალობაა, რომ ამ ინდიკატორებს მიღმა კონკრეტული თემებია, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ. მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის ძალისხმევას ამ მიმართულებით.





თქვენს მთავრობასთან, სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის გაზიარების საკითხებზე ნადვილად არაჩვეულებრივი ურთიერთობა და წარმატებული თანამშროლობა გვაქვს. ამას თავმდაბლობით არ ვამბობ. იგივეს ადასტურებდნენ ჩემი წინამორბედებიც. შედარებისთვის, შემდეგ ციფრებს გადავხედოთ. 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში სიღარიბის დონე 40%-ს აღემატებოდა. 2004 წლისთვის მაჩვენებელი 35%-მდე შემცირდა. გასულ წელს, კი ოდნავ აღემატებოდა 20%-ს. ჩემი აზრით, ამ მონაცემებით საქართველომ უნდა იამაყოს. ვინაიდან, რეალურად, ბოლო წლებში სიღარიბის დონე ქვეყანში განახევრდა. მინდა მთავრობას ეს პროგრესიც მივულოცო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა