logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო
აკაკი ზოიძე: კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო
15:35 16.11.2019
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი ომების დროსაც კი, თეთრი ხალათი იყო ყოველთვის ხელშეუხებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჭეშმარიტი პატრიოტი, პატივსაცემი ადამიანი, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა პრაქტიკულად მძევლად აიყვანეს, მაშინ როდესაც ის პაციენტის ჯანმრთელობის გადასარჩენად, მის დასახმარებლად იყო წასული ოკუპირებულ რეგიონში. საზღვრისპირა სოფლებში, სადაც არაადამიანური და ჩაკეტილი საზღვრის პირობები გრძელდება, სწორედ ამ ოკუპანტების ხელისუფლებამ, მარიონეტულმა, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გადარჩენის შანსი წაართვა უკვე ერთ ქალბატონს, რომელიც დაიღუპა იმის გამო, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და ამავე საოკუპაციო რეჟიმმა რისკის ქვეშ დააყენა მეორე ადამიანის სიცოცხლე. ეს გრძელდება ყოველდღიურად. ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მიაღწიეს არაადამიანურობის მწვერვალს იმით, რომ ექიმი მძევლად აიყვანეს და ჩასვეს ორი თვით იქ, სადაც რაც ხდება, ყველამ ერთად ვიხილეთ", – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს.

"ეს არის მიუღებელი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კულუარულად, შიგნით და გარეთ, ყველანაირი მეთოდებით ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით. აქამდეც განცხადება იმიტომ არ იყო გაკეთებული, რომ ყველაფერი კეთდებოდა არაოფიციალური არხებით და ვცდილობდით მკვეთრი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რათა მაქსიმალურად გაგვეზარდა შანსი, რომ ოკუპანტები გონს მოეგებოდნენ და გამოუშვებდნენ ბატონ ვაჟას. როდესაც ახლა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, უნდა ვეცადოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართვით, არა მხოლოდ ოფიციალური დიპლომატიური წრეების, არამედ საერთაშორისო წითელი ჯვრის, ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეთ" ჩართვით უზრუნველვყოთ ეს. ექიმი, ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ ცნობს საზღვრებს, ეს ფუნდამენტური ადამიანური პრინციპი დაარღვია ოკუპანტმა ხელისუფლებამ და კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე. ყველამ ერთად მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ოკუპანტი ხელისუფლების ეს აღმაშფოთებელი, არაადამიანური და აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი შეწყდეს", – განაცხადა ზოიძემ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა