საპარლამენტო უმრავლესობა დღეს შვიდმა დეპუტატმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ,
გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ დატოვეს.
მათ მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება უძღვოდა.
„ჩვენთვის ეს ცვლილება ძალიან პრინციპული იყო და არ აქვს მნიშვნელობა ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა რამ გამოიწვია.
ჩვენ აღარ დაგვრჩა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ ცვლილების ჩავარდნა ძალიან მძიმე საკითხია და მასზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“-განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.
კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის მისაღებად კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

















