რაჭაში ხვალ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება. ღონისძიება ამბროლაურში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, 18:00 საათზე დაიწყება.
მანამდე, „ქართული ოცნების“ ლიდერი მოსახლეობას ონში შეხვდება. შეხვედრა ხვალ 14:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა შეხვედრა დღეს ლენტეხსა და ცაგერის რაიონებში გამართა.
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავს.

















