logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა
10:47 14.11.2019
ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა.

ახალი მრჩეველი მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

„ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას. ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო. ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოც. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი ადამიანი და მისი უფლებების დაცვა გახლავთ. ამიტომ, ქალბატონი ლელა აქიაშვილი, იმ გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნები ვარ, რომ იქნება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის - გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში, ჯორჯ ბუშ უფროსის სახელობის სკოლაში; ლელა აქიაშვილი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მისიაში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა