logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა
10:22 14.11.2019
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა.

განცხადებაში ევროკავშირი მიესალმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო. ევროკავშირმა მხარდაჭერა დააფიქსირა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტების მიმართ. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მეშვეობით.

განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ არ სცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო და ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ასევე, გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აღნიშნულია, რომ თავისუფლების გადაადგილებაზე დაწესებულმა უპრეცედენტო შეზღუდვებმა უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ხაზგასმულია, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება არის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ბოლო ტრაგიკული მაგალითი. ამასთანავე, ევროკავშირი ხაზს უსვამს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.

ევროკავშირმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ადამიანის უფლებების ისეთი დარღვევები როგორიცაა უკანონო დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების უპრეცედენტო შეზღუდვა, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებებს და იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის ზრდას, ისევე როგორც ზღუდავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნებისა და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა