logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში
ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში
22:03 13.11.2019
„მთავარი მიზეზი და საფუძველი, რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თმით, სწორედ საარჩევნო სისტემა იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი.

„სწორედ საარჩევნო სისტემა აძლევდა „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების კონსოლიდაციის საშუალებას. საშუალებას, რომ თავისი ავტორიტარიზმი განემტკიცებინა. შესაბამისად, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მხარეებზე საუბრისას კობახიძემ განახადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარტიული სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ თითქმის სრულად გამოირიცხება ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება.

„მთავარი დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში, რამდენ პროცენტსაც იღებს პარტია, თითქმის იმდენ მანდატს იღებს პარტია პარლამენტში, ეს არის პირველი დადებითი მხარე. ასევე უზრუნველყოფილია პოლიტიკური პლურალიზმის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, ეს არის მეორე დადებითი მხარე. პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პარტიული სისტემის კონსოლიდაციასა და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცისას. ვთქვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული. დღეს საქართველოში პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ გვაქვს. პარტიული სისტემა არ არის პარტიების უბრალო ჯამი, ეს არის გარკვეული სისტემური კავშირების ერთიანობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს პარტიულ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის შეფასებით, ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი შერეული საარჩევნო სისტემაა, რომელიც საქართველოში გასული წლების განმავლობაში იყო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა