logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია - პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება
ლევან იზორია - პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება
16:36 13.11.2019
დღეიდან პრემიერის ხელმძღვანელობით, გაძლიერებული ძალისხმევით, კოორდინაციის

მაღალი ხარისხითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის მაღალი დონით უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა ლევან იზორიამ განაცხადა.

ლევან იზორიას თქმით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება.

„პრემიერის დავალებით დღეიდან აქტიურად შევუდგებით ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას. ასევე, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებას. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის შიგნით არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები იყო განხილვის საგანი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება კიბერუსაფრთხოების სფეროში.

„უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში უსაფრთხოებაზე, გააძლიერებენ ერთმანეთში თანამშრომლობის კოორდინაციას.

განვსაზღვრავთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან კრიტიკული ინფრასტრუქტურის სიას და ეს ყოველივე იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის და ამით უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რათა სწორედ თითოეულის უსაფრთხოებით, ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებით შევქმნათ კეთილდღეობის წინაპირობა. უსაფრთხოების გარეშე კეთილდღეობა წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა