logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე -ესენი ვერ განვითარდებიან, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური კულტურის განვითარება ჩვენს პარტიულ სპექტრში არის ნამდვილად შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ
ირაკლი კობახიძე -ესენი ვერ განვითარდებიან, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური კულტურის განვითარება ჩვენს პარტიულ სპექტრში არის ნამდვილად შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ
16:30 13.11.2019
პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში კონსტიტუციური კანონის პროექტის
განხილვის დასრულებისას შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და დასასრულს კოლეგებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდაჭერისაკეს, ვინაიდან მისი განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანას უდავოდ წაადგება და იქნება იმის მყარი გარანტია, რომ აქ აღარასოდეს დამყარდება ტოტალიტარული, ავტორიტარული რეჟიმები.

„განხილვასთან დაკავშირებით გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. პირველი - მართლაც შემაშფოთებელი იყო გუშინდელი განცხადება, როდესაც ჩვენ მოგვიწოდეს განხილვის გარეშე, მაშინ, როდესაც დეპუტატებს დასმული ჰქონდათ კითხვები, არ გაგვეცა დეპუტატებისთვის კითხვებზე პასუხი და გაგვეგრძელებინა სხდომა, ჩაგვეტარებინა კენჭისყრა.

ეს არის ნამდვილად გამაოგნებელი. მართლაც რომ შემაშფოთებელი იყო ასეთი იგნორირება პარლამენტარიზმის ძირითადი პრინციპების, დემოკრატიის ელემენტარული პრინციპების. ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, რაც პირდაპირაა დაკავშირებული სწორედ ამასთან - განხილვასთან, მსჯელობასთან, დისკუსიასთან, პლურალიზმთან, კოლეგების მოსმენასთან და აქ მოგვიწოდებდნენ, რომ არ გაგვეცა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი, რაც არის ნამდვილად შემაშფოთებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისთვის ასევე მიუღებელია, როდესაც ოპოზიციამ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაჩქარება მოითხოვა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აქ რეალურად გამოჩნდა ოპონენტების სახე და მათმა ქმედებებმა ასევე რეალურად აჩვენა რომ ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი.

„თქვენ კარგად გახსოვთ, რომ როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობდა, ორი თვე ჯერ სამუშაო ჯგუფში განხილვას მოვანდომეთ, მერე ორი თვე საპარლამენტო პროცედურას და ნაჩქარევად იღებთ ამ კანონპროექტსო, გვეუბნებოდნენ არა მარტო ოპოზიციური პარტიები, არამედ „ენჯეოებიც“. 4-თვიან პროცედურაზე იყო საუბარი.

აქ საქმე ეხება ქვეყნისთვის ფუნდამენტურ ცვლილებას და ჩვენ გვთხოვენ, რომ დეპუტატების კითხვებს არ გავცეთ პასუხი, ისე მივიღოთ კენჭისყრით ეს კანონპროექტი, რაც ძალიან კარგად აჩვენებს რეალურად ორმაგ სტანდარტს და ჩვენი ოპონენტების სახეს და ამ რაციონალურობას მოკლებულ ინიციატივას ტაშით შეხვდა მთელი ოპოზიციური სპექტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გაკეთდა განცხადებები, რომ რადგან ხელი მოეწერა ამ ინიციატივას, ახლა თურმე განხილვასა და მსჯელობაში არ უნდა შევიდნენ. არა და ვინც ელემენტარულად ერკვევა პარლამენტარიზმში, როგორ წარიმართება პროცედურები, მან უნდა იცოდეს როგორ იმიჯნება ერთმანეთისაგან ინიციატივის მხარდაჭერა, შემდეგ განხილვა, მსჯელობის საფუძველზე პროექტის მხარდაჭერა, აღნიშნა მან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სამწუხაროდ ესეც აჩვენებს პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალ დონეს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ კულტურას, მე მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო დღეს. პროპორციული სისტემა არის დაკავშირებული იმასთან, რომ პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ამ დროს ჩვენ გვახსოვს როგორ შეხვდა ოპოზიცია ინიციატივას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. პირველი განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება პარტიებში, რომ ოცნებასთან არ უნდა შევიდნენ კოალიციაში.

ვის რად უნდა თქვენი შემოსვლა კოალიციაში ოცნებასთან, მაგრამ უბრალოდ ეს თქვენს პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს. დაიწყეს მსჯელობა კიდევ მეორე საინტერესო საკითხზე, რომ როცა პროპორციული სისტემის საფუძველზე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, ვის დაგვიჭერდნენ და ვის არა. ეს არის თქვენი პოლიტიკური კულტურა და თქვენი რეალური სახე. ესენი ვერ განვითარდებიან, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური კულტურის განვითარება ჩვენს პარტიულ სპექტრში არის ნამდვილად შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ - ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის.

სასიამოვნო იყო ნაცმოძრაობის წარმომადგენლების შეშინებული და გაფითრებული სახეების ყურება ამ ორი დღის განმავლობაში. ალბათ სიამოვნებით გავიხანგრძლივებდით ამ დროს, თუმცა ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ გაფითრებულ და შეშინებულ სახეებს ვნახავთ ერთი წლის თავზე, როდესაც დასრულდება პირველი პროპორციული არჩევნები, იქ ნახავთ როგორია ნამდვილი გაფითრება და შეშინება, როგორიც ეს იყო 2012 წელს და როგორიც იყო 2016 წელს და კიდევ ბევრ სხვა არჩევნებში.

კიდევ ერთხელ ვიხილავთ ჩვენ მათ გაფითრებულ სახეებს და, შესაბამისად, ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებით, მე მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ იმ კანონპროექტს, რომელიც არის თქვენს წინაშე წარმოდგენილი - პროპორციული სისტემა არის იმის მყარი გარანტია, რომ არასოდეს განმეორდება საქართველოში ისეთი სისხლიანი რეჟიმი, ავტორიტარული, ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრდა ჩვენ იმ 9-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა