logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: დღეს საჭიროა დაფიქრება, სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ
გიორგი ვოლსკი: დღეს საჭიროა დაფიქრება, სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ
16:25 13.11.2019
„მე სულ ვამბობდი, რომ 2024 წელს მოვა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს დაიცალოს იმ

ნეგატიური მუხტისგან, რომელიც გააჩნიათ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფ პარტიებს და დაპირისპირება გადავიდეს კონსტრუქციულ და პროფესიონალურ სპექტრში.

ჩვენ 2020-თვის უნდა შევქმნათ ასეთი. ავიღოთ პასუხისმგებლობა. რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ დღეს საჭიროა დაფიქრება, სიღრმისეულად გაანალიზება სიტუაციის და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს იხილავენ.

უმრავლესობის ლიდერმა იმ არგუმენტებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს უნდა დაუჭიროს მხარი.

„კატეგორიულად და პრინციპული დაპირისპირების მიუხედავად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გინდა საგარეო ურთიერთობას ეხებოდეს და გინდა საშინაოს, უნდა შევძლოთ და შევასრულოთ მთავარი შეკვეთა. კეთილი ინებეთ და ყველამ, კოალიციური მთავრობის არსებობის შემთხვევაში ყველამ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოში სტაბილურობაზე.

აქ საკითხი დგას რამდენად რეალურია ამის განხორციელება. მე ვფიქრობ რეალურია, თუ ჩვენ გადავდებთ გარკვეულ თემებს და დავფიქრდებით რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ უფრო რეალურია, ჩვენ ის რესურსი გამოვიყენოთ, გავაძლიეროთ, ვიმუშაოთ, იმიტომ, რომ საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების მდგომარეობას, მათ შორის საგარეო ურთიერთობების საკითხებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

მე ვამბობ, რომ პროპორციული სისტემით ამას უფრო ვუპასუხებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის უპირატესობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია გადათარგმნილი იქნება არა ხმამაღალ სიტყვებში და განცხადებებში და რიტორიკაში, არამედ კონკრეტულ საქმეში. და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეები დაწყებული, კეთდება და კიდევ მეტი გაკეთდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა