პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის
შესახებ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტრიბუნიდან ოპოზიციის წევრებს მიმართა: ,,ნაციონალური მოძრაობა“ ბუნებრივია, უნდა გაქრეს და გაქრება კიდეც, ოღონდ პროპორციული არჩევნების პირობებში. ვერც ნაცებმა, ვერც შმაცებმა და ვერც შმაცუნებმა ორ ნიშნა მაჩვენებელიც ვერ უნდა დადონ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის სახელმწიფოსა და ეკლესიის მტერი ძალა.“
ირაკლი კობახიძემ ,,ევროპული საქართველოს’’ წევრს აკაკი ბობოხიძეს ბერბიჭაშვილი უწოდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება მოყვა.
მანვე, ოპოზიციის წევრის რეპლიკის გამო, ტრიბუნიდან მიმართა სერგო რატიანსაც: ,, სერგო, ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას. თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებ წარსულს, ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს.“
პარლამენტის თავჯდომარეს სერგო რატიანმა სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საკითხი შეახსენა, რამაც ირაკლი კობახიძის მწვავე გაღიზიანება გამოიწვია და ტრიბუნიდან რატიანს მიმართა: ,,სერგო, რას გიზამ იცი? დაგამთავრებ“
კობახიძემ დეპუტატ თინა ბოკუჩავასაც მიმართა: ,,თინა, ბერბიჭაშვილობა არის სინდრომი, რომლის მოშორებაც შენ შეგიძლია, განსხვავებით ზოგიერთი სხვა კოლეგისგან.“
პარლამენტის თავჯდომარემ ტრიბუნიდან ლევან გოგიჩაიშვილს ნაძირალა უწოდა და გაჩუმებისკენ მოუწოდა.
„შე ნაძირალა, გაჩუმდი. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ. მაგიტომ ხარ „ნაცებთან“ ტანდემში, გიგლა ბერბიჭაშვილი რომ ხარ. ლევან, არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ ლევან, არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ მაგრად ‘’ - მიმართა ირაკლი კობახიძემ ლევან გოგიჩაიშვილს.

















