logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე:  გულწრფელად გვჯერა და განწყობაც ასეთია საზოგადოების, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ
მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გვჯერა და განწყობაც ასეთია საზოგადოების, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ
15:57 13.11.2019
"გუშინ სპექტაკლში გვადანაშაულებდით, დღეს კი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალით აღიზიანებთ იმ ადამიანებს და ისეთ რაღაცებს აბრალებთ, რაშიც მე ახლა მხარი უნდა დავუჭირო. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ, მიუხედავად მათ მიერ ბოლო დღეებში გახმოვანებული პოზიციისა. ამ ადამიანებს აბრალებთ, რომ კერძო ინტერესები აქვთ და რომ თითქოს გვაშანტაჟებენ ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად გულწრფელები არიან. მე კატეგორიულად ვემიჯნები მათ პოზიციას, მაგრამ ის, რომ კერძო ინტერესები აქვთ და გვაშანტაჟებენ, ამაზე დემაგოგიური და სპეკულაციური არაფერი შეიძლება იყოს,"- მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.


მან პროპორციული სისტემის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამაზე საუბარიც კი ვერ გაბედა ნაციონალურმა მოძრაობამ ვერცერთ დროში.


"იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვაშინებენ ახლა იმით, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, რომ რაღაცები მოხდება ქვეყანაში და არევენ ქვეყანას, არამედ იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა არის უკეთესი. ჩემს წარმოდგენებსა და რამდენიმე ადამიანის წარმოდგენას შორის განსხვავება და უმრავლესობის ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გულწრფელად გვჯერა და განწყობაც ასეთია საზოგადოების, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ. თეორიულ დაშვებაში როცა შევდივართ, გაგვიჭირდება პრორუსულ ძალებთანაც კოალიციის დალაგება და ნაციონალურ მოძრაობასთან - საქმით პრორუსულ ძალასთან და მის ყველა შტოსთან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აქვე მან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ტირაჟირებულ არაერთ სიცრუეზე პატრიარქისა და ეკლესიის წანააღმდეგ მიმართულ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.


"და მაინც ეს ყველაფერი არ უნდა გახდეს ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. საზოგადოებას ცუდი შთაბეჭდილება დარჩება ამაზე. პროპორციული არის სისტემა, რომელიც პარტიების განვითარებას, პატარა პარტიების გაჩენას შეუწყობს ხელს და დემოკრატიის ხარისხს გაცილების მაღალ დონეზე უზრუნველყოფს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ პროპორციულს სისტემას. ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ და არა მხოლოდ ამ არგუმენტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის რეალურად უკეთესი"-განაცხადა მდინარაძემ.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა