logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში
თამარ ჩუგოშვილი: ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში
14:53 13.11.2019
"მე მგონი ყველა ვაცნობიერებთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ის კენჭისყრა, რომელიც წინ გველის, ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიგვიღია ამ ოთხი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება უახლოეს პერიოდში - დღეიდან, ხვალიდან და მომავალი წლების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახლა კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, მისაღები და ა. შ. არის სრულიად უადგილო.

" ჩვენ ამაზე ვიკამათეთ უკვე წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ და გადაწყვიტა ამ უმრავლესობამ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უკვე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის ეს სისტემა ძალაში - შედის 2020 წლის არჩევნებისთვის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის. ის, რომ ეს სისტემა და ეს ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ ეს პირობა ჩვენს საზოგადოებას მივეცით, მისცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ და ეს მოლოდინი საზოგადოების მხრიდან არსებობს და ეს მოლოდინი ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ასე ვთქვათ, აი ამ მნიშვნელოვანი პირობის, მიმაჩნია სრულიად არასწორად. უფრო სწორედ, პირიქით, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირებას, რომელიც ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ამ ზაფხულს მივეცით, ეს პარლამენტი, დღეს, ხვალ, არ ვიცი, როდესაც იქნება კენჭისყრა, აუცილებლად შეასრულებს. და ეს იქნება სწორი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის დაპირება და დაპირებას შესრულება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ჯანსაღად განვითარებისთვის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალიან კონკურენტულ გარემოში, ძალიან სამართლიან საარჩევნო შეჯიბრში და სამართლიანი წესების პირობებში, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს, თუ როგორ უნდა რომ გადანაწილდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო და, შესაბამისად, ძალაუფლება ქვეყანაში.

"ეს უნდა დაიწყოს ახლავე, არა 2024 და 2028 წლიდან, არამედ ახლავე, იმიტომ რომ მთელმა რიგმა პროცესებმა განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან სწორ და კარგ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ, მივიღებთ და ამისთვის მინდა კოლეგებს წინასწარ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა