logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ეს იყო ის დაპირება და შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით
აკაკი ზოიძე: პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ეს იყო ის დაპირება და შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით
14:43 13.11.2019
"მე არ მივეკუთვნები უწესო პოლიტიკის მიმდევრებს, მიმაჩნია, რომ პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს გარკვეულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და არსებობს რამდენიმე წესი. ერთერთი ასეთი წესი არის პირობა. პირობა უნდა შეასრულო ან ყველაფერი უნდა გაკეთო იმისათვის, რომ შეასრულო. ჩვენ პირობა მივეცით არა ნაცმოძრაობას, არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს იხილავენ.



აკაკი ზოიძის განცხადებით, მისთვის გასაგებია კოლეგების შეშფოთება და წუხილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო ის დაპირება და ის შეთავაზება, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას მისცა და უმნიშვნელოვანესია ხალხის რეალური ნდობა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო ამბობს მმართველი ძალა უარს უპირატესობაზე. აკაკი ზოიძის თქმით, მნიშნელოვანია ისიც, რომ სასწორის პინაზე დევს მმართველი ძალის რეპუტაცია როგორც მისი მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.



"გასაგებია, რომ არსებობს უარყოფითი მხარეები ამ სისტემის. გასაგებია თქვენი წუხილიც, შეშფოთებაც და მოლოდინებიც იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც შეიძლება არასტაბილურობას მოყვეს პოლიტიკური სისტემის, რომელიც დამახასიათებელია ამ სისტემისთვის, მაგრამ იმ პოლარიზაციის პირობებში, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ ველზე. დასაბალანსებლად და ამ სიტუაციის განსამუხტავად, დღეს, პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ეს იყო ის დაპირება და ის შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით და არა ის, რომ ეს სისტემა გაცილებით უკეთესია შერეულ სისტემაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხალხის ნდობა, რეალური ნდობა ხალხის და აქედან გამომდინარე, ვამბობთ უარს იმ უპირატესობაზე, რაც შეიძლება გვქონდეს სტაბილურობის გამო ამ სისტემას მმართველი ძალისათვის. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ იმ ნდობით, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში მოვიპოვებთ. სასწორის პინაზე დევს ჩვენი კოლექტიური რეპუტაცია. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ასევე არანაკლებ მნიშნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნების მწყობრში ვიყოთ, საქართველოს ამბიცია აქვს, რომ ავანგარდში იყოს დემოკრატიული მშენებლობის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეხება ასევე პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ სპექტრს შანსი, ამ შემთხვევაში, რომ გამრავალფეროვნდეს, აქვს ძალიან დიდი თუ ჩვენ ამ სისტემაზე გადავალთ",-განაცხადა აკაკი ზოიძემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა