logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავარი ამოცანა ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის ავტოკრატიის ყოველგვარი თეორიული შანსის გამორიცხვა
ირაკლი კობახიძე: მთავარი ამოცანა ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის ავტოკრატიის ყოველგვარი თეორიული შანსის გამორიცხვა
14:40 13.11.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რისკებთან ერთად, უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს.



"მთავარი დადებითი მხარე მდგომრეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირპროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს, წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისად არის უზრუნველყოფილი პოლიტიკური პლურალიზმის მაღალი ხარისხი; პროპორციული სისტემისას, არჩევნები მეტად არის ორიენტირებული პარტიების მიერ წარდგენილ პროგრამებზე; პროპორციული არჩევნების დროს პარტიები არიან მოწოდებული აქტიურად იმუშაონ არა მხოლოდ იქ, სადაც მაჟორიტარული არჩევნების მოგების შანსით სარგებლობენ, არამედ ყველა საარჩევნო ზონაში; პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცია; თითქმის სრულად გამოირიცხება სახელმწიფოში ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება; ასეთ შემთხვევაში, მეტ ქალს ეძლევა წარმომადგენლობის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში.



"თითოეული ეს დადებითი მხარე ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა სისტემას აქვს თავისი პლუსები, თავისი მინუსები. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ის, თუ სად არის მეტი პლუსი, სად არის მეტი მინუსი და ამის საფუძველზე მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება", - აღნიშნა ირკალი კობახიძემ. მისი თქმით, მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის ყოველგვარი თეორიული შანსის გამორიცხვა, რის საუკეთესო შესაძლებლობასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იძლევა.



მან კოლეგებს 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის მიზანი შეახსენა." ნაცმოძრაობის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ჭარბი, ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში. ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს", - განაცხადა მომხსენებელმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა